ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ოთანაძე
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2010


მამის სონეტი

კაცი სანგარში, აქეთ-იქით თვალის ცეცება,
ყველა იარაღს მოუმართავს მჭიდში ნერვები,
თან ომობ, (ცდილობ) დაჭრილებსაც თავზე ევლები,
იმდენჯერ კვდები, რამდენჯერაც სხვა დაეცემა.

დრო სულსწრაფია, მაგრამ ომში ისე მიღოღავს...
ღამის ტყვიებით განათებულ სოხუმს ეჩვევი,
და რა მოხდება - მომავალზე ფიქრი, ეჭვები,
შეტაკებები ქუჩებში და ფეხზე ჭრილობა.

ბოლო წუთამდე, ბოლო ტყვიით... იმედი გწვეთავს,
უკანასკნელი მეომარი ტოვებ ბრძოლის ველს,
და ვეღარ ითვლი დღეებს, ღამე რომ აღარ ძინავთ...

მერე გემი და თბილისამდე ნერვების წყვეტა
კაცის, რომელიც დედაჩემის ცრემლებს ვერ ითმენს.
კაცი, რომელიც ცოლის ლოცვამ გადაარჩინა...


2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები