 | ავტორი: daviti ჟანრი: პოეზია 3 იანვარი, 2010 |
შორიდან იწყებს საწყისი თქვენი, დროთა აჩრდილნო, დროთა მეფენო. მე ათვლას თქვენსას შორიდან ვიწყებ, შიშთა მონებო, სივრცის აჩრდილნო. გზათა მკვლევრებო, ბილიკს მდევრებო, დროის მანქანებო, სულთა მჩაგვრელებო. მე თქვენზედაც ვწერ სხეულთ მონებო, გრძნობადაკარგულო ლეშთა გროვებო. დღეს კარგს ის ამბობს,ვინც ცუდს აკეთებს, ვინც ლეწავს და გლეჯს, კეთილის სულებს. ნატვრები ისევ დაფოფხავს ძირსვე, ოცნებას ისევ ეღება ბოლო. თქვენი ბრალია სივრცის ჩრდილებო, ლეშო კაცისავ შენც აქ გაქვს ფეხი. გული ჩახრწნილი, დაობებული,ბოროტებისგან გადაცვეთილი. ბრალი თქვენია შიშთა მონებო სიმწრის სულებო, გულის ძულებო ძვლებთა მონებო, სისხლის მშრობლებო. ეხლა ის დროა კეთილი ვთესოთ, და სული ჩვენი თავად მოვიმკოთ.
დ. მუხიგულაშვილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ეხლა ის დროა კეთილი ვთესოთ, და სული ჩვენი თავად მოვიმკოთ.
ძალიან კარგია ეხლა ის დროა კეთილი ვთესოთ, და სული ჩვენი თავად მოვიმკოთ.
ძალიან კარგია
3. ვახ..ძალიან ახალგაზრდაა..ყოველი სტრიქონი ლოზუნგია.. ვახ..ძალიან ახალგაზრდაა..ყოველი სტრიქონი ლოზუნგია..
1. ეხლა ის დროა კეთილი ვთესოთ, და სული ჩვენი თავად მოვიმკოთ.:) კი
ეხლა ის დროა კეთილი ვთესოთ, და სული ჩვენი თავად მოვიმკოთ.:) კი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|