ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2010


უცნობი ხეებისა

ანუ  ხედი  საავადმყოფოს  ფანჯრიდან


ძვალ-რბილში  ატანს
მწუხრის  სევდას
სუსხი  დეკემბრის...
ჩაგჟამებიათ  გაჩონჩხილებს
ცივი  ნეკნები...

ჩადგა  ქარიც  და  გაინაბა...
დაგტოვათ  სველნი...
სველია  ღრუბლის  თალხი  კაბაც...
კვლავ  წვიმას  ელით...

პირველად  მოსულს
(თითქოს განგებ...)
რა  ცივად  დამხვდით...
გიმზერთ  ფანჯრიდან 
მოძაგძაგეთ
და  სამოსგახდილთ...

იქნებ  ეს  მღვრიე  საღამოა
ასე  რომ  გთენთავთ?..
მე  ხომ  წავალ  და  აღარ  მოვალ
არასდროს  თქვენთან...

და  სევდას,
დღეს  რომ  ახლავს  თქვენთან
ყოფნას  დროებითს  -
შეცივნულ  სევდას 
თან  წავიღებ
სველი  რტოების...

იმ  სევდას,
ასე  რომ  აჟრჟოლებს
წვიმის  მოლოდინს...
და  თქვენზე  სევდას...
აქ  რომ  უნდა  დარჩეთ  ბოლომდის...

მე  რომ  შემეძლოს...
მაგრამ,  აბა  როდის  ყოფილა,
ხეები  უცნობს  თან  გაჰყოლოდნენ... 

1967. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები