ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაიკო ორბელიანი
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2010


იყოს პოეზია

კიდევ ერთ დღესაც გადაევლო უიმედობა,
წვეთავს ქაღალდზე გათანგული ღამის ბოდვები,
მედება კანზე შენი სიტყვები_
ვკვდები და მერე ისევ ვცოცხლდები...

სუნთქვა რაღად მინდა, იყოს პოეზია,
იყოს ღამეები_ თითო ბოლოსავით,
დამახრჩოს თუნდაც შენმა სიჩუმემ,
ორფევსის მსგავსი მოხედვასავით...

მეხსიერებამ იკალამბუროს_
დავწმინდავ ნაღმად კიდევ ერთ მარცხსაც,
ღვინით ვუწამლებ გადახსნილ მაჯას,
და ტავერნებში ვიკითხავ: რა ვქნა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები