 | ავტორი: გოგონა ჟანრი: პროზა 16 იანვარი, 2010 |
წვიმაში გამშრალი როიალი... აცეცებენ თვალებს, ჩევულებრივი მოკვდავები. არაჩვეულებრივი მოკვდავები არ არსებობენ. ოცნებამ თუ სადღაც შორს გაგისროლა, მიყევი, გესიამოვნება. ნუ ფიქრობ ცუდზე, როცა კარგად ხარ. უბრალოდ დატკბი. არ გაამუდმივო არაფერი. ხომ ხედავ, სევდიანდები. ტრიალ მინდორში 2 ხის ჭრაჭუნი ისმის. დაეწივნენ ხედვა და სმენა ერთმანეთს, იხილეს მათ შემდეგი: ბიბინა ბალახის ამარა მინდორში, ორი ხე გამაგრებულიყო. ორივე უხვფოთლიანი. ერთ ხეზე შემოდგომა, მეორეზე ახალი გაზაფხული. ერთიდან სექტემბრის სურნელი მოდიოდა, მეორიდან აპრილის მიწურულის. ამ ორ ხეს შორის, ლამაზზოლიანი ჰამაკი გაბმულიყო. მსხვილი ბაწრით, საიმედოდ იყო შებმული. ჰამაკის გვერდით კუნძი იდო. ჭიქა ბანანის წვენით, მზის ენერგიაზე მომუშავე “სამოვარით”, უზარმაზარზე ოდნავ პატარა ჭიქით, ხმელი პეჩენიებით, სამი წიგნით, მყუდრო ბლოკნოტით და ლამაზი პასტით შემკული. ეს ყველაფერი გოგოს ეკუთვნის – ჰამაკში გართხმულს, პირში თავთავით, თმაში მაგნოლიით, თავში ფიქრებით და ტანზე თეთრი სარაფნით. სიფრიფანა გოგონა, ჰარმონიამიგნებული სახით, მილიარდვარსკვლავიან ცას ჩხრეკს თვალებით, მისი ოცნებით დამძიმებული მნათობები ცვივა და ეხეთქებიან არც არაფერს. გოგონა თმაში მაგნოლიით, მშვიდად არის. თუმცა ფიქრები მაინც გაურბის: “ეხლა რომ ჰამაკი ჩამიწყდეს? ეს ყველაფერი უცებ რომ გაქრეს..? ” მაგრამ ხვდება რომ სისულელეა და ისევ პირშითავთავგაჩრილი აგრძელებს სქელტანიანი წიგნის კითხვას. გოგონა მშვიდად ბედნიერია. უბედური ხარ მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცი რა გაგაბედნიერებს. ფიქრი იმდენი გაქვს, თავბრუ გეხვევა და მიწაზე საჯდომით ეხეთქები. მერე კი ფიქრები ფიზიკური ტკივილისკენ მიდიან. გოგონა ჰამაკში, სქელი წიგნის წაკითხულ ფურცლებს მარცხენა მხარეს აგროვებს. მტვრიან ქალაქში მიწა ტალახად იქცა. ჭრელი ხალხი გაშავთეთრდა. ბირჟაზე აყუდებული ბიჭები ცხვირზე იყურებიან. ადამიანები ერთმანეთს ანგარიშობენ. იღლიან თავს დამახინჯებული ფიქრით რეალობაზე და განიცდიან არარსებულს. ფუჭად ხარჯავენ განცდებს. გოგონა თმაში მაგნოლიით, ბანანის წვენს წრუპავს და ისევ აგროვებს წაკითხულ ფურცლებს მარცხენა მხარეს. ციფერბლატზე, წუთის ისრები, ხმაურით დასდევენ ერთმანეთს. წამის ისარი პანიკაშია. გაცოფებულმა არ იცის, რომელი დაამშვიდოს და ორმაგი სისწრაფით დაქრის ერთ ტერიტორიაზე. მის პანიკურ სირბილში დღე და ღამე ერთმანეთს ერთგული მეუღლეებივით ენაცვლებიან. მათი მონაცვლეობის ჟამს, პლანეტა დედამიწაზე უამრავი რამ ხდება... ზოგი სახელმწიფო ტერიტორიებს კარგავს, ზოგი პოულობს. ზოგი განვითარებულია, ზოგიც პროცესში. ადამიანები ერთმანეთის გათელვით ცდილობენ ლამაზ ნაპირზე გადასვლას... პირშითავთავგაჩრილი გოგონა კი ცაში ვარსკვლავებს ათვალიერებს. თუ ენდობი, მეტი შანსი გექნება ბედნიერების. ნდობისთვის რწმენაა საჭირო. რაც საჭიროა, ის ძირითადად არ გვაქვს ჩვენ, ადამიანებს. ან თუ გვაქვს და ვერ ვიყენებთ. ქარაფშუტები ვართ, სილამაზეს ვხარბდებით. რისკიანობა არ ნიშნავს უშიშრობას. უშიშრობა არ გულისხმობს ხეპრეობას. ხეპრეები მარტო კახელები არ არიან. თუ გვერდით გიდგანან, დაეყრდენი. თუ არა, მოინდომე და დაგიდგებიან. ცხოვრება წრეწირივითაა – რთულიც არის, თან მარტივიც. შენ თვითონ მიხვდი ეგ როგორ. ჰამაკში გართხმულმა გოგონამ მხარი იცვალა. ფურცლები ისევ მარცხენა მხარეს გროვდება. სასაცილოა შენი ქცევები – ორ საქმეს ერთად აკეთებ და ერთი მეორეს აუცილებლად გამორიცხავს. ხარ კატეგორიული არაფრის საფუძველზე და ისეთი ჯინიანი, რომ კერკეტი კაკალი ტყდება შენთან ჭიდილში. უყვარხარ ხალხს და მიიღე ეს სიყვარული. ადამიანის გარდა, ყველაფერს, თუ არ მოყვება, აქვს ინსტრუქცია. ამიტომ, თუ ვინმემ იცის, როგორ უნდა მოგიდგეს, მოუშვი. მაგრამ შენ ხომ... აღარ მინდა სითხის ნაყვა. ხელი დამეღალა. ტრასაზე მიმავალ 2 ძროხას ფლირტი აქვს. ნაზთვალებიანი დედალი ძროხა, ელეგანტურად მიარხევს საჯდომს, ლამაზად ჩამოკიდული კუდი ხაზს უსვამს მისი ჩამოსხმული ფეხების სიკარგეს. დედალი ძროხა, 3 წუთის ინტერვალით ყელიდან უშვებს ვნებაჩატანებულ ღმუილს. მამალ ძროხას, ამ ყველაფრის შემყურეს, გრძნობები ბალანს უბურძგლავენ, მისთვის უცნობი არსებები კი, ჩლიქებში დაურბიან და უღიტინებენ. მამალი ძროხა იღიმის. შენი სული კი, სწორხაზოვნად ტირის. თავჩაქინდრული მიუყვება ამოღრმავებულ ბილიკს, რომელსაც არაფრობისკენ მიყავხარ... არადა მარჯვნიდან გაზაფხული, მარცხნიდან შემოდგომა, უკნიდან დეკემბრის თვე, ყიჟინით მოგსდევენ, გეხვეწებიან, გულწრფელად გთხოვენ მი მო ი ხე დე ! შეიმშრალე თვალები და ამო. იცხოვრე მსუბუქად მძიმე ცხოვრებაში. ატარე გუაშები ჩანთით, მიენდე სანდოს. არ დაბინძურდე. საყვინთად სუფთა წყალი ამოარჩიე. ტანზე თეთრსარაფნიანმა სიფრიფანა გოგომ, უკვე ყველა ფურცელი მარცხნივ დააგროვა. ეხლა უნდა იფიქროს რა ქნას. დრო იმდენი გაქვს, სიკვდილამდე გეყოფა. იყავი ბედნიერი.
21.09.09. 14:50
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ეს ყველაფერი ხომ ვიცოდით? შეგვახსენე შენ უბრალოდ. გამეორება ხომ ცოდნის დედაა :) კარგი ხარ, ძალიან ეს ყველაფერი ხომ ვიცოდით? შეგვახსენე შენ უბრალოდ. გამეორება ხომ ცოდნის დედაა :) კარგი ხარ, ძალიან
10. ოჰ როგორ ძალიან მომეწონე :) ოჰ როგორ ძალიან მომეწონე :)
9. გოგონა, "მშვენიერი" ნაწერია, ამ სიტყვის მთელი შინაარსით, მშვიდი სიტყვები, მშვიდად მოყოლილი და ეს სარაფნიანი გოგონა განსაკუთრებულ სიმშვიდეს ბადებს, არაფერი არ არის ქაოსური, პირიქით, ისე მიდის როგორც "რუ" :) წარმოსახვაში დამრჩა მინდვრის სიმწვანე და თეთრი სარაფანი, ეს სასიამოვნოა, მართლა :)
ადამიანებო "მამალი ძროხა" ეს არის გამონათქვამი, და არა შეცდომა, გასაგებია რომ მას ხარი ქვია, არავინ გედავებათ მაგრამ ხომ შეიძლება ხელოვნების ქმნილებაში რაღაც მიღმა დაინახოთ? ეს ხომ ხელოვნებაა...
გოგონა, აი ფრაზები რომლებიც მომეწონა :
გოგონა მშვიდად ბედნიერია.
სქელი წიგნის წაკითხულ ფურცლებს მარცხენა მხარეს აგროვებს.
მის პანიკურ სირბილში დღე და ღამე ერთმანეთს ერთგული მეუღლეებივით ენაცვლებიან.
დედალი ძროხა, 3 წუთის ინტერვალით ყელიდან უშვებს ვნებაჩატანებულ ღმუილს. მამალ ძროხას, ამ ყველაფრის შემყურეს, გრძნობები ბალანს უბურძგლავენ, მისთვის უცნობი არსებები კი, ჩლიქებში დაურბიან და უღიტინებენ. მამალი ძროხა იღიმის.
დრო იმდენი გაქვს, სიკვდილამდე გეყოფა.
გოგონა, "მშვენიერი" ნაწერია, ამ სიტყვის მთელი შინაარსით, მშვიდი სიტყვები, მშვიდად მოყოლილი და ეს სარაფნიანი გოგონა განსაკუთრებულ სიმშვიდეს ბადებს, არაფერი არ არის ქაოსური, პირიქით, ისე მიდის როგორც "რუ" :) წარმოსახვაში დამრჩა მინდვრის სიმწვანე და თეთრი სარაფანი, ეს სასიამოვნოა, მართლა :)
ადამიანებო "მამალი ძროხა" ეს არის გამონათქვამი, და არა შეცდომა, გასაგებია რომ მას ხარი ქვია, არავინ გედავებათ მაგრამ ხომ შეიძლება ხელოვნების ქმნილებაში რაღაც მიღმა დაინახოთ? ეს ხომ ხელოვნებაა...
გოგონა, აი ფრაზები რომლებიც მომეწონა :
გოგონა მშვიდად ბედნიერია.
სქელი წიგნის წაკითხულ ფურცლებს მარცხენა მხარეს აგროვებს.
მის პანიკურ სირბილში დღე და ღამე ერთმანეთს ერთგული მეუღლეებივით ენაცვლებიან.
დედალი ძროხა, 3 წუთის ინტერვალით ყელიდან უშვებს ვნებაჩატანებულ ღმუილს. მამალ ძროხას, ამ ყველაფრის შემყურეს, გრძნობები ბალანს უბურძგლავენ, მისთვის უცნობი არსებები კი, ჩლიქებში დაურბიან და უღიტინებენ. მამალი ძროხა იღიმის.
დრო იმდენი გაქვს, სიკვდილამდე გეყოფა.
8. ნერვები არ მეყო.ბოლომდე ვერ წავიკითხე..წერე გოგონა,ბევრი წერე და ბევრიც იკითხე..აქ ქაოსია..ბევრს ყურს ნუ დაუგდებ..ოღონდ იკითხეთ ბევრი გთხოვთ ყველას სანამ წერას დაიწყებთ ნერვები არ მეყო.ბოლომდე ვერ წავიკითხე..წერე გოგონა,ბევრი წერე და ბევრიც იკითხე..აქ ქაოსია..ბევრს ყურს ნუ დაუგდებ..ოღონდ იკითხეთ ბევრი გთხოვთ ყველას სანამ წერას დაიწყებთ
7. გვაპატიეთ მე და მამალ ძროხას. )) ნუთუ მეტი არაფერი არის გამოსასწორებელი აქ ??
ილტოსპირელი.... << უუღრმესი მადლობა! აი მართლა მადლობა გვაპატიეთ მე და მამალ ძროხას. )) ნუთუ მეტი არაფერი არის გამოსასწორებელი აქ ??
ილტოსპირელი.... << უუღრმესი მადლობა! აი მართლა მადლობა
6. უფფ, გაიხარტე, მედეა. ჩემი სათქმელი უთხარი.
"მამალი ძროხა" იგივეა, რაც "ხვადი ქათამი..." უფფ, გაიხარტე, მედეა. ჩემი სათქმელი უთხარი.
"მამალი ძროხა" იგივეა, რაც "ხვადი ქათამი..."
5. იცხოვრე მსუბუქად მძიმე ცხოვრებაში 5 :) კი, ასე უნდა მოიქცე! იცხოვრე მსუბუქად მძიმე ცხოვრებაში 5 :) კი, ასე უნდა მოიქცე!
4. გავითვალისწინებ. დიდი მადლობა ) გავითვალისწინებ. დიდი მადლობა )
3. ის რომ მამალი ძროხა არასწორია! არსებობს ხარი და ძროხა..სწავლა სიბერემდეო.... ის რომ მამალი ძროხა არასწორია! არსებობს ხარი და ძროხა..სწავლა სიბერემდეო....
2. რომ არ იყოს, მერე რა ? რომ არ იყოს, მერე რა ?
1. მამალი ძროხა -იმედია ხუმრობაა! მამალი ძროხა -იმედია ხუმრობაა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|