ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოდა-არა
ჟანრი: პროზა
9 იანვარი, 2010


ღმერთო. მომანიჭე გული - გონიერი

    ყველა გათენებას სიზმრებით ვეგებები..
    მზის ღიმილიანი დღე მოწიფული ვაჟივით, გულისფანცქალით მელოდება სანატრელ სატრფოს. უხარია და სჯერა, ყველა ღამეს მასზე ვუამბობ , მისით ვქარგავ გრძნობებს ფერებით.
    მე კი, მოღალატე, ყოველდღე ვანაცვლებ სიზმრის ფერგაცრეცილ უდღეურ დღეებით მის მეოცნებე, დახატულ თვალებს..
    მერე სევდიანობს, ნელ-ნელა უქრება მზე იმედიანი თვალებიდან.
    თვალს ვერ ვუსწორებ, მენანება, ვეღარ ველევი... მაგრამ მაინც ყველა საღამოს ვაცდი, გამომაცალოს ხელებიდან მისი მაცოცხლებელი სიყვარული.
    ღამე თენდება...
    დღე კი ისევ, ჩვეულებრივზე უფრო ადრე მელოდება ფარდების უკან, უფრო მეტი გრძნობით, უფრო ნათელი ღიმილით, მეტი იმედით, რომ ახლა მაინც არ გავცვლი..
    მე კი, მოღალატეს, ისევ ჩემს წარმოსახვით "დღესთან" გადახვეულს მეღვიძება, გადავწევ ფარდას და...
    მხოლოდ საღამოს ვხვდები რას ვკარგავ ყოველდღე. მუდმივად ასე ხდება.

    ღმერთო, მომანიჭე გული - გონიერი!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები