ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: daviti
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2010


  ჩამოტვირთვა

ესე არასდროს მერქვა....

ერთი ფანქარი და სიცოცხლე ჩემი,
მაჩუქა ღმერთმა,
ესე მარტივი და გაცვეთილი.
არასდროს მერქვა!
ერთი ოცნებით დახუნძლული სული
ჩემი, მაჩუქა ღმერთმა,
ესე მდიდარი და სულიერი
არასდროს მერქვა!
ერთი აზრებით გაჟღენთილი თავი
ჩემი, მაჩუქა ღმერთმა,
ესე სწავლული და ყოვლისმთქმელი
არასდროს მერქვა!
ერთი სიყვარული და ოცნება მზისთვის
მაჩუქა ღმერთმა,
ასე დაბნეული და სულ მთლად
შენი არასდროს მერქვა!

დ. მუხიგულაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები