ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2010


თბილისი სიზმარია



კიბეზე - მათხოვარი,
მარჯვენაგამოწვდილი,
მზერა კვლავ ავარიდე...
ვითომ მე არ გიწვდიდე
ორივეს ერთდროულად
პირღია სამარიდან...
ჩვენ შორის უფსკრულია,
უდაბნოს ხვატია და
ხანდახან ღამე - რიდე...
თბილისი სიზმარია,
შენ ვარსკვლავთმრიცხველი ხარ,
მე ვგავარ სამარიტელს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები