სადღაც დამერკარგა გზა შენთან მოსასვლელი, დაღლილი ძლივს სუნთქავენ დღეები, ნისლში ლიბრაკრული ბეღურები სველები ერთმანეთს ეძებენ... და მეც ლიბრაკრული ვეხეტები შემოდგომის სევდიანი ლაბადით, თვალი შეეჩვია უშენობას, სული კი მოგელის და ცახცახებს... ნისლში ლიბრაკრული ბეღურები სველები ერთმანეთს ეძებენ, წვიმად ეტირება შემოდგომას ჩვენი სიყვარულის ზღაპარი... დავიღალე სიჩუმესთან სითამამით, კვალად მრჩება დაბნეული ლანდები, "კონზე" დავდეთ ჩვენი მარტოობა ორივესთვის გამარჯვების გარეშე...