ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოდა-არა
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2010


დამღალა გრაფიკის მოთხოვნებმა

როცა ფიქრი მინდა, მეფიქრება,
დამღალა გრაფიკის მოთხოვნებმა.
წუთების სიზუსტით ნაკოწიწებ
გეგმებში ჩავრიე პიროვნება..
"მე"ს ჯერ ეგოიზმში შევეხიდე,
მერე ერთად დავწვით კალენდრები.
საათის მობეზრებულ წიკ-წიკ-წიკებს
მოუსავლეთისკენ ვერეკებით.
დროს და ძველ გრაფიკებს ავუმხედრდით;
ჟინი შევამზადეთ დუელისთვის....
შედეგს ყველანაირს იღბლად გასდევს
სიცხადე "ბჭობის და სიცილის"...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები