ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2010


ძველი ნატჲურმორტი

ბროლის  თევზი  მამისეულ  საწერ  მაგიდაზე


რაც  თავი  მახსოვს,
ასე  გვახსოვს  მე  და  მაგიდას -
ჩქამი  არ  იძვრის 
ბროლის  თევზის  ღია  ბაგიდან...

ბროლის  სტომაქი  წყალს  იზოგავს,
აორთქლებს  ნელა
და  დღემდე  წვრილი  ზღვის  კენჭებიც
ვერ  მოინელა...

ვერ  იქნა  -  დღემდე
ძველი  მაგიდა
ჩქამს  ვერ  ეღირსა
ბროლის  ბაგიდან...

თან  წამოიღეს  იქნებ  ზღვიდან 
ჭრელმა  კენჭებმა,
ამბავი,  რომ  იქ  ყველა  თევზი
დუმილს  ეჩვევა

და  ბროლის  თევზსაც  ჩააგონეს
ხმით  იდუმალით,
რამეთუ  პირში  წყალი  უდგას,
იყოს  მდუმარი...

მე  ხომ  არც  წყლით  მაქვს  პირი  სავსე
და  არც  კენჭებით,
მაინც  რომ  დღემდე  მაძალებენ
დუმილს...  ეჭვები?!.

1967 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები