ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლია
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2010


ჰანს ბრიუგე - სამყარო ადამიანის გარეშე

შენ წმინდანი ხარ, მათიას ჰიუზ, ურწმუნოთ შორის,
შენ ფრთიანი ხარ, მათიას ჰიუზ, ქვემძრომთა შორის,
შენ მანჰაიმის სინდისი ხარ, მათიას ჰიუზ, უსინდისოთა ამ თავლაში,
შენ ბროვერის სკვერის ზნეობა ხარ, მათიას ჰიუზ, ამ ღია გარყვნილების ფონზე,
შენ პირველი პოეტი ხარ, მათიას ჰიუზ, ამდენ უსაგნო კალმოსნთან შედარებით.
მაგრამ რაკი შენი ჰანნა, მათიას ჰიუზ, იმ ვიღაც ეთიოპიელის ჰარემს ირჩევს,
მაგრამ რაკი შენი არავის სჯერა, მათიას ჰიუზ,
მაგრამ რაკი სისულელეა ეს ყველაფერი:
რწმენაც,
მორალიც,
ქალაქიც,
სკვერიც,
პოეზიაც,
ჰანნაც
და რაკი შენიც არავის, სულ არავის სჯერა, მათიას ჰიუზ,
შენც იძულებული ხარ დადგე ზურგშექცევით, მათიას ჰიუზ, და თქვა:
სამყარო ღმერთის შეცდომაა,
შვილი მშობლების შეცდომაა,
ლექსი პოეტის შეცდომაა,
უმჯობესი და უფრო ლამაზი იქნებოდა ეს სამყარო ადამიანის გარეშე!

--------------------

ჰანს ბრიუგეს ლექსის ჩემეული თარგმანი გერმანულიდან


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები