ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზისფერია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 იანვარი, 2010


დღეს მთელი გრძნობით , ნაზად , ნელა, ვცეკვავდი საყვარელ მუსიკაზე .. მთლიანად მივნებდი , ვეკუთვნოდი იმ მოძრაობებს , რომელბსაც მე ვასრულებდი, შვებას ვგრძნობდი, სითბოს, სინათლეს, მზის სხივებს მთელ სხეულზე .
პირველად შეგიგრძნობდი ცეკვის დროს , მიუხედავად იმისა რომ შენ ჩემთან არ იყავი , შენ ჩემთან ერთად არ ცეკვავდი ..

რამდენი ხანია არ მიცეკვია , რამდენი ხანია არ გინახივარ და აი ეს ორი მონატრება ერთად იყო ჩემში. ვცეკვავდი ბალეტს , ვიხსენებდი ბავშვობას , პატივს ვცემდი თითეულ მოძრაობას , გრძნობას ვუმატებდი, თითებით ვათბობდი, ვხედავდი შარავნდედს, ვგრძნობდი დიდ მადლს, რომლის ღირსიც არ ვიყავი..

მუსიკა მალე დამთავრდებოდა, გული იწყენდა, ხელიდან მეცლებოდა ისეთი ბედნიერება , რომელიც დიდი ხანია არ შემეგრძნო, ვხვდებოდი ასე ვეღარ ვიცეკვებდი , ეს წუთები იყო ერთადერთი და განუმეორებელი, როგორიც პირველი სიყვარული..
 

  და ბოლო წამებიც,..  დასრულდა მუსიკა, სევდით გაჟღენთილი დავეშვი დაბლა.

ნაცნობმა მზერამ გამომაფხიზლა , თავი ავწიე და იქ შენ იყავი , ხო ეს შენ იყავი , და მაშინ მივხდი რა გაგიჯებით გიყვარდი , მე ვერ ვხედავდი შენს უსაზღვროდ კეთილ, ჩემთვის ფერად თვალებს , მაგრამ ვხვდებოდი , ვგრძნობდი.

  მეგონა დარბაზი ცარიელი იყო, მეგონა მარტო ვიყავი, მაგრამ იმდენად დამიპყრეს , ჩემთვის აქამდე უცნობდა ემოციებმა , რომ ვერ შეგამჩნიე . .

  მე პირვლად მსურდა, შენთვის ტირილით მეთქვა როგორ მიყვარხარ.......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები