ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Ne3msS
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2010


  ჩამოტვირთვა

ara wasakitxi leqsi.........

ღამით ქალაქში დავდივარ კენტად,
ვერავის ვხედავ არავინ არ ჩანს.
ამ მარტოობამ დამღალა მეტად,
ჩემი ფიქრიც კი სულ მარტო დარჩა.

ვდგევარ წყლის პირას,არ ვიცი რა ვქნა,
ან რა უნდა ვქნა?მოვიკლა თავი?
იმდენად მიჭირს პასუხიც გაქრა,
ვიღაც კი ამბობს, არა იყავი.

კარგი ვიქნები მაგრამ აქ ყოფნას,
მითხარი ერთი აზრი აქვს კიდე??
ანდა იგივე ჩემს აქ არ ყოფნას
მითხარი რატომ გადამეკიდე???

რატომ გაჩუმდი?მე პასუხს ველი
ან რა გინდოდა რატომ მითხარი?
შენი დუმილი არის მტანჯველი,
ხმა ამოიგე რამე მითხარი.

მითხარი თუნდაც რომ შეშლილი ვარ,
რომ მარტოობამ სულ გადამრია.
ამდენი ფიქრით მე დაღლილი ვარ,
მითხარი ოღონდ რამე მითხარი...


(ikitxeba musikis tanxlebit) avt.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები