ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2010


თოვლის ლოდინში

ნოსტალგიური სეზონია, თავს ვართმევ წყენას,
ამინდი - წყნარი, მდუმარება
აღუთქვამს, თითქოს,
მზერით ნახატი ყვავილების ფარდაგზე ვწევარ,
და სულსაც ვითბობ.

რწმენა შემოქმედს დაატარებს სუფთა თვალებით,
მობეზრებული უთოვლობა
ეზოს დასჩემდა,
ბეღურები რომ ხიდან საკენკს უთვალთვალებენ,
მე დროს ვარჩევ და

გიგზავნი სიტყვებს ტელეფონით, უხმოდ, უბრალოდ,
ჩემი სიმშვიდე გადაედოთ
თითის ბალიშებს,
გწერ - თეთრის ნაცვლად, სივრცე ირგებს უფერულ სამოსს,
ფიფქის კლავიში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები