ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: daviti
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2010


ვაჩუქებ მაგათ ოცნების ღიმილს..

თანამედროვე ვარ სიყვარულის!
ვარ ამ მუზების მწკრივის მფლობელი,
რა სიყვარულს მთხოვ?
რომ ვერ გიბოძონ ჩემმა ენებმა?!
შეხეთ! რად მინდა მისთვის სიცოცხლე,
თუ ამ სიყვარულს ვერასდროს გავწვრთვნი.
ესეგი მე ვარ, თვით შთაგონება
ანდაც ნაგლეჯი ამ სიბრალულის,
ვაჩუქებ მაგათ, მე ვასწავლი
ოცნებით ღიმილს..
ეს სიყვარულიც არაფრად მაგდებს,
სულ თამაშგარეთ რატომღაც მტოვებს..
მაშინ რაღა ვქნათ? თუ ამ გალობის
არ მესმის ნანა..
უწინ რატომღაც,
წაუყრუა ამ სიყვარულმაც,
თუ ისევ მთხოვ, გინატრებ
რაღა მინდა მეტი მე?!

დ. მუხიგულაშვილი


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები