ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭკუასა
ჟანრი: პროზა
12 იანვარი, 2010


"ზოგჯერ თქმითაც დაშავდების"

               
                                                                                                          (ეძღვნება გვრიტის და მეგის)

  სამების ტაძარში საღამოს ლოცვა დასრულდა. პატრიარქისთვის კორიდორი გაჭრეს ხალხში და ჩვენც ჩავდექით იმ ჯაჭვში, რომ უწმინდესს დაველოცეთ.
  როგორც ყოველთვის ძალიან ვიწროდ ვიდექი, ისე რომ ხელებს ძლივს ვამოძრავებდი. ამ დროს ზურგზე ვიღაცის შეხება ვიგრძენი,მივტრიალდი და დავინახე ერთი ქალის მუდარით სავსე თვალები. მან ხატი გადმომაწოდა,რადგან ჩვენ შორის ცოცხალი კედელი იყო აღმართული და მთელი გულით მთხოვა პატრიარქს დაადებინე ხელიო.  შევწუხდი, ალბათ შემატყო კიდეც, მაგრამ არ შეიმჩნია და მეც შევპირდი, რომ ყველანაირად ვეცდებოდი. რაც უფრო გვიახლოვდებოდა უწმინდესი, ხალხი უფრო და უფრო ღელავდა და ჩემს თავზე უცბად ათიოდე გამოწვდილი  მარჯვენა აღიმართა.მე თავი დავხარე და პატრიარქმაც დამადო ხელი. ხატი ხომ, რათქმაუნდა, მაშინვე დამავიწყდა, აზრიც არ ჰქონდა მაინც ვერ შევუსრულებდი დანაპირებს.უწმინდესის უკან ხალხი აირია და ის ქალიც გამოჩნდა. მის თვალებში საოცარი მოლოდინი წავიკითხე და ნუ გამკიცხავ მკითხველო:
              -  რა ქენი შვილო დაადო ხელი?!
              -  კი დეიდა, ძლივძლივობით, მაგრამ მაინც დავადებინე!
              -  შენ გაიხარე შვილო, ღმერთმა დაგლოცოს, ეს სიკეთე ასმაგად გადაგიხადოს!
  და ასეამგვარად ნაკურთხი დავემშვიდობე იმ სათნო ქალბატონს.
  რავქნა და ვერ ვუთხარი სიმართლე!
  იმ საღამოს დავრწმუნდი,რომ თურმე ლამაზი ტყუილიც არსებობს ამქვეყნად, ჩემთვის კი ეგ პირველი იყო!
                                             

                                                                                                  12.01.2010წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები