ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: daviti
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2010


რა გირჩევნიათ? რომ გკითხოთ ქაჯებს

ორიათასჯერ შემომკრავს ბედი,
თავის მწირ მათრახს,
ორიათასჯერ დამაყრით მიწას, დროთა მეფენო,
მაგრამ ვერასდროს თქვენ ვერ გამცვეთთ სხეულთ მონებო!
ჩრდილია მოწმე, აგატირებთ შიშთა ფერფლივით,
რაღაც ძლიერით, სულს გადავუგრეხ
უწმინდურ წერას,
სადღაც უფრსკულში გადმომყვებით მე ამის მჯერავს!
ორიათასჯერ გადამკრავს გრძნობა,
მახვილს ვით შანთი!
ორიათასჯერ განმიტევებს,
სულს მე სულ მწირი,
შემხედეთ მერე როგორც ღარიბი..
ისე აღმიქვით, რომ ესეც ვერ მძლევს
თან დაიჯერეთ!
ორიათასჯერ ღმერთს მიმაკერებთ,
სულგანაბული რაღად მაგიჟებთ?
ღმერთია მოწმე!
ნეტავ რატომ ვწერ? რად ვცვეთ თქვენს სულებს?...
სადღაც ქვესკნელში მზე გამიტაცებს..
სულებს და სულებს ააკვნესებს, ჩრდილია მოწმე!
სადღაც წარსული სიმს აათრთოლებს,
ვერ გამცრეცს ვერც ეგ!
ორიათასჯერ გულს გადამიგრეხთ,
სულში ჩამწვდებით თითქმის ბოლომდე,
ვერ დამამონებთ! ვერც მაგ ენებით.
ვერ დამამონებთ! სულს მთლად ვერ შესძრავთ!
ორიათასჯერ თქვენ შემომაყრით
ალქაჯის ავ-ბედს, გრძნობად მყავს მოწმე!
ორიათასჯერ შემომკრავს ხალხი
იმათ მწირ სიტყვებს,
მაგრამ ვერასდროს ვერად გამცრეცთ
ღმერთია მოწმე!!!
ორიათასჯერ კვლავ სხვისთვის
ვცოცხლობ,
რომ გკითხოთ ქაჯებს,
კიდევ რომ გკითხოთ
რა გირჩევნიათ ღმერთი თუ დანტე?!!

დ. მუხიგულაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები