ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2008


რატომღაც

თავს დაგვცქეროდა,
ოდესღაც, მთვარე,
ჩრდილად გვაფენდა ხილს_
არა ზეთის,
ბავშვობა ცელქი
გასულა მალე,
უკვე არ ვეტრფი თვალებს მიბნედილს,
შენნარ თვალებს,
ბევრის მომხიბლავს,
ელფერი რომ აქვთ ზაფხულის ზეცის,
მე ახლა სულ სხვა ფერები მიყვარს,
სულ სხვა სიგიჟე მათრობს და მერჩის.
შენ ისევ მშვიდად
მელი და არ გსურს,
ფიქრი გაივლო გულში სხვა ქალის,
რომ მიყურებდი,
სტირი იმ წარსულს,
თვალს და ხელს შუა,
დრო ასე გადის.
სიჭაბუკის წლებს,
რომლებიც ფლანგე,
ვეღარ იგონებ ეშხით და შვებით,
მაინც ვერ გასცდი ოცნების ფარგლებს,
ლექსის ქარცეცხლში უაბჯროდ შეჭრილს.
ნუ ფიქრობ, რომ მე _
ერთადერთს შემხვდი,
მერე რა, სადღაც,
მეც თუ მარტო ვარ,
მუზა უფრთებოდ დამაფრენს,
შენ კი _
ჩემი ერთგული რჩები,
რატომღაც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები