ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ_"მ.ე__"
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2010


შემომეყრები! არა ისე, ..

.

შემომეყრები! არა ისე, როგორც ყველანი,
ვიცი, და ამას ვერავინ ვერ გადამარწმუნებს.
შემომეყრები და იქნება დღე არნახული
ან სულაც ღამე, შემოვიგლეჯთ მოჯრილ მარწუხებს

და შორს მოვისვრით. გათენდება, ან დაღამდება...
ჰო, არც ეს არის მოკვდავების გადასაწყვეტი.
მე არსად წავალ, შენც დარჩები გაავდარებად,
ჰო, შენც დარჩები ჩემთან ერთად იმ დროს დაფეტვილ

დედამიწაზე,ისიც ვიცი,რომ ჩვენ ამ ხელებს
ვერ გავიმეტებთ გასაშვებად ერთმანეთისთვის,
რომ დღე იქნება ანდა ღამე, ზე_არნახული,
შემომეყრები, ავდრიანი  და დამეწყრილი.






                                                                                                                                                                      __თამუნია__

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები