ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Ne3msS
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2010


  ჩამოტვირთვა

პარალელი......

შენი მთებია დათოვლილი,მამულო ჩემო...
მშობლის კი თმები – წლებით ჭაღარა,
ფიქრით ჭაღარა,ზრუნვით ჭაღარა...
შენი ველები არს გადაშლილი
სასიყვარლოდ მშობლის ხელიბი,
დაძარღვულები, როგორც ველები.
წყარო, ჩანჩქერი – სისხლი მჩქეფარე,
იმათ ძარღვებში მუდამ მღელვარე..
ტბები და ზღვები  დედის ტვალები
უძიროა და მათებრ კამკამა!
ტყეთა შრიალი  -  დედის წრიალი,
ლაღად ისუნთქოს მისმა პატარამ.
შავი ღრუბელი–მოახლოვება განსაცდელისა
რასაც შეიგრძნობს  გული მშობლისა...,
და ცის ქუხილი ხომ მამის რისხვა,
თვისი შვილები რომ იხსნას მტრისგან.
მცხუნვარე მზე კი – გული მხურვალე.
შვილის ალერსის მუდამ მწყურვალე
მზის დაბნელება,დედის დარდი მისი წუხილი
ამობრწყინება -მისი ღიმილი,თბილი ღიმილი.




(ikitxeba violinos tanxlebit) avt.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები