ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლია
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2010


ჰანს ბრიუგე - ოდერზე წავალ...

ოდერზე წავალ, მაგრამ არა ეგზოტიკისთვის - ამბობს მათიას ჰიუზი.
ოდერზე წავალ, მაგრამ არა  სანავსაონოდ, - ამბობს მათიას ჰიუზი.
ოდერზე წავალ, მაგრამ არა სათევზაოდ, - ამბობს მათიას ჰიუზი.
ოდერზე წავალ, მაგრამ არა საბანაოდ, - ამბობს მათიას ჰიუზი.
ოდერზე წავალ, მაგრამ არა ისე რაა, - ამბობს მათიას ჰიუზი.
ოდერზე წავალ, მაგრამ არა ისე, - ამბობს მათიას ჰიუზი.
ოდერზე წავალ, რადგან, იქ, - ამბობს მათიას ჰიუზი
ოდერზე წავალ, ხიდია, - ამბობს მათიას ჰიუზი.
ოდერზე წავალ, და... - ამბობს მათიას ჰიუზი.
ოდერზე წავალ, - ამბობს მათიას ჰიუზი.
ოდერზე ჰოო, - ამბობს მათიას ჰიუზი.
ოდერზე... -ამბობს მათიას ჰიუზი
ოდერზ... - მათიას ჰიუზი.
ოდერ... - ჰიუზი
ოდე... - ჰიუ...
ოდ... - ჰი...
ო... - ჰ...
ო...
...


--------------------

ჰანს ბრიუგეს ლექსის ჩემეული თარგმანი გერმანულიდან

ეს ლექსები ვთარგმნე გერმანიაში ჩემი სტუდენტობის დროს და ჰანს ბრიუგეს წიგნი აქ არ მომეძევება, ვერც სადმე მოვნახე, რომ დედნებიც დავდო. ბოდიშს გიხდით.

-----------

ჰანს-პაუელ ბრიუგე - თანამედროვე გერმანელი ავანგარდისტი პოტი. დაიბადა 1972 წელს მანჰაიმში. მშობლები ადრე გარდაეცვალნენ. იზრდებოდა მეურვეებთან. ბავშვობიდანვე წერდა, ხატავდა, უკრავდა. დაამთავრა ბერლინის უნივერსიტების ფილოსოფიის ფაკულტეტი. არასოდეს უმუშავია. მთელი სიცოცხლე, სტუდენტობიდან მოყოლებული, გაატარა სკვერებსა და პარკებში, ეწოდა ბოჰემურ ცხოვრებას. დაიმეგობრა ხელოვნებით გატაცებული ახალგაზრდები და ჩამოაყალიბა ჯგუფი "სკვერის პოეტები". მისი პოეტური შემოქმედების თემატიკა შეზღუდულია: წერდა მხოლოდ სოციალურ და ფილოსოფიური შინაარსის ნაწარმოებებს. 2005 წელს, 33 წლის ასაკში, თავი მოიკლა. სიცოცხლეში არცერთი ნაწარმოები არ დაუბეჭდავს. მისი ლექსების ლირიკული გმირი - ჰანნა - რეალური პიროვნებაა, რომელიც ჰანსს დიდხანს და გულწრფელად უყვარდა. ჰანნა მართლაც ეთიოპიელ ნგრანზე გათხოვდა და სწორედ ამიტომაც მოიკლა პოეტმა თავი... სიკვდილის შემდეგ ჰანს ბრიუგე აღიარეს, როგორც გერმანული ავანგარდული პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. მისი პირველი პოეტური კრებული "ბროვერის მისტიფიკაციები" იმავე, 2005 წელს დაიბეჭდა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები