ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: didou nana
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2010


  ჩამოტვირთვა

***

უსაფრთხოებას ნანაცვალები
გმინავს ქაოსი,
ბირთვულ ქობინებს
ქვრივი მოხუცის
უბეში სძინავთ,
გოდების კედელს
თავს ურახუნებს
შავი ხახამი,
ქოსა იმამი
მინარეთზე
ჰკიდია მხრჩვალი,
რომის კარიბჭე
მომლოგინე დევივით
გმინავს.

მეფისტოფელის მანტიაზე
ყვავილობის ია,
ნოეს კიდობნის ნაფოტებს
ვითვლით
მარტინის ბოთლში;
ახმახ მედროშეს
კაბის ქვეშ უქრის
სოდომის ქარი,
ცარიელ ფურცლებს
ბიგ-მაკივით ღეჭავს
ეპოქა,
და პოეზია,
ქანცმილეული
მას უხდის ბოდიშს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები