ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზისფერია
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2010


მელოდია

ეს ღამე შევსვი, მე წუთებით
ვითვლიდი სევდას 
და ლარჟვარდისფერ
მელოდიას უკრავდა მთვარე,
შავ მარგალიტად ,ერთი ღრუბელი 
მოჩანდა ცაში
თვალის ჩურჩულით
თითქოს ხსნიდი სად იყო რაში.
როგორც ჩანს,მწველმა მელოდიამ
შენ დაგატყვევა,
ან იქნებ სულმთლად დაგანახა
ნამდვილი სახე..
მე დავინახე გზად გუბეში იცქირებოდი
ნუთუ გჯეროდა ის ხატავდა რეალურ სახეს?!
შენს შინაგან მეს
წვიმის ნარჩენს ნუ შეავედრებ,
ვერც სარკე შესძლებს, რომ რაიმეს უფრო
ღრმად ჩასწვდეს..
ეს ერთი ღამე შეითვისე მელოდიურად
მე არ მინახავს,ამდენ გრძნობას
აფრქვევდეს მთვარე.
თუ სწორად მესმის ,
ეს პირველი სევდის ღამეა, როცა მან ასე
გადაშალა უფერო გული,
და სასწაულმა ჩვენც ამ გზაზე გამოგვატარა,
რომ უფრო უკეთ გაგვეაზრა სიშორე ჩუმი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები