მოვიდა გამგზავრების დროც. მთელი ღამე თეთრად გაათენა თეომ. დილამდე გვერდით ეჯდა გიორგი. ძირითადად არაფერს ეუბნებოდა, მხოლოდ ძალიან-ძალიან თბილად უყურებდა და ჩუმად ეფერებოდა თმაზე. დილამდე კალთაში ედო თეოს ირმის თავი და ცრემლსავსე ნაღვლიან თვალებში ჩასცქეროდა. მთელი ღამე სითბოს აფრქვევდა ლოდი ნიიიი, რათა თეოს თბილად და მყუდროდ ეგრძნო თავი... და ვინ რა იცოდა, ამ თბილი ზედაპირის მიღმა, რა ცეცხლი ტრიალებდა ნიის გულში!
ასე დაათენდათ თავზე. - შენი წასვლის დროა, თეო... – თქვა გიორგიმ და ფეხზე წამოდგა. - მშვიდობით, გიორგი... - მისმინე, თუ გეშინია ამ გამგზავრების, მაშინ უსხეულოდ გაგიშვებ, მხოლოდ სულის სახით... გინდა, თეო? - არა, გიორგი... ოდესღაც ხომ მეც ვიქნებოდი იქ, ვარფიმელად მოსული? და ახლაც არ გამიჭირდება. - თეე, შენ მხოლოდ ვარფიმზე კი არა, იქიდანვე ტორზეც მოგიწევს გამგზავრება. - კიდევ უკეთესი, შესადარებლად უფრო მარტივი იქნება. თუმცა მე არაფერი ვიცი ტორელების შესახებ... - ხო, ეს დამავიწყდა... მისმინე: ტორი ყველაზე ახლოს მდებარეობს ვარფიმთან, იმავე გალაქტიკაში. იგი, ფაქტიურად, ვარფიმის კოლონიას წარმოადგენს. სიდიდით მეორე პლანეტაა ცოცხალ პლანეტათა შორის. - ანუ, იქვეა, სადაც ვარფიმი? - იმავე გალაქტიკაშია, თუმცა არც თუ ძალიან ახლოს. იქამდე მისვლა მხოლოდ სატრანსპორტო დისკით არის შესაძლებელი... - კაფსულით ვერა? - ვერა, საწვავი არ ეყოფა კაფსულას. - კარგი, გააგრძელე... - ბუნება ტორზე უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ვარფიმზე. ფლორა და ფაუნაც ვარფიმთან შედარებით მდიდარია, მაგრამ სხვა ცოცხალ პლანეტებთან ახლოსაც ვერ მოვა. ტორის “განმასხვავებელ ნიშანს” წარმოადგენს ორი “მზე”. - რას ქვია “ორი მზე”? ერთდროულად ანათებს ორივე? - არა, სხვადასხვა დროს... ერთი “მზე” უფრო ნათელი და მხურვალეა, ვიდრე მეორე. იქ, პრაქტიკულად, არ ღამდება. იქაური “ღამე”, რომელიც “ძლიერი მზის” ჩასვლის შემდეგ დგება, პოლარულ თეთრ ღამეს ჩამოჰგავს. მისი ხანგრძლივობა სულ 2-დან 5 საათამდეა (სეზონის შესაბამისად), ვიდრე “სუსტი მზე” არ ამოვა. (სამწუხაროდ, არ ვიცი, რა ჰქვიათ მათ “მზეებს”.) “სუსტი მზე” ცას ანათებს “ძლიერი მზის” ამოსვლამდე. ტორზე “დღე-ღამე” 70 სთ გრძელდება. - ვერაფერი გავიგე, მაგრამ... იმედია ადგილზე გავერკვევი. გარეგნობა როგორი აქვთ? - ტორელები ვარფიმელებზე სრულყოფილნი არიან: მათი სიმაღლე 1.90-2.20 მ-ია. ვარფიმელებთან შედარებით უფრო ხორცსავსენი არიან, თუმცა არც მსუქანი ტორელი არსებობს საერთოდ. პირის ჭრილზე მცირე ზომის თხელი ტუჩები აქვთ. ცხვირიც ოდნავ ამობურცულია, რომელზეც ქვედა მხრიდან შეიმჩნევა ორი პატარა ხვრელი. “ძაბრების” ნაცვლად პატარა წვეტიანი ყურები აქვთ. თმა აქვთ როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს. თმის ღეროც უფრო ნაზია, ვარფიმელებთან შედარებით. თმის ფერი ყავისფერიდან შავამდე იცვლება. ქერა თმიანი ტორელი არ არსებობს. - უცნაურია... არც ცისფერი თვალები აქვთ ტორზე? - ასევე უცხოა მათთვის ცისფერი, ნაცრისფერი და მწვანე თვალები. ასეთი ფერი აქვს მხოლოდ წვრილ კლაკნილ ხაზს, რომელიც თვალს ჰორიზონტალურად კვეთს. დიდ შავ თვალებზე მბრწყინავი ნათელი კლაკნილი ხაზები საკმაოდ ლამაზი სანახავია! - კარგი... გამრავლებით როგორ მრავლდებიან? - გამრავლება, ვარფიმის მსგავსად, სინჯარაში ხელოვნურად ხდება, მაგრამ, სისხლის ნაცვლად, სასქესო ორგანოებიდან აღებული სითხით ახდენენ შეჯვარებასა და განაყოფიერებას. სინჯარას 2-3 თვით ათავსებენ სპეციალურ აპარატებში. იქ მომწიფების შემდეგ სინჯარის შიგთავსი გადააქვთ დიდი ზომის ჭურჭელში და 3 წლით ათავსებენ “ინკუბატორში”. “გაჩენილი” ბავშვი კიდევ ერთი წლით თავსდება ბაროკამერის მსგავს აპარატში. ამის შემდეგ მშობლებს შვილი თავისთან მიყავთ. - თავისთან? ანუ ტორზე აქვთ ოჯახები? - ოჯახი ტორზე საკმაოდ მტკიცეა. მაგრამ ამის მიზეზი სრულიადაც არ არის ურთიერთსიყვარული და პატივისცემა. ვარფიმელები თუ მხოლოდ სხვათა დაპყრობას ცდილობენ, ტორელები მონებად არიან გაჩენილნი. უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, მათთვის აუცილებელია, იყოს ვისიმე მბრძანებლობის ან მფარველობის ქვეშ. ისინი ელემენტარულ საკითხებსაც კი მხოლოდ სხვათა ჩარევის შემდეგ წყვეტენ. ვინმესგან შექმნან კულტი,- აი ტორელის ცხოვრების პრინციპი. ოჯახში ღალატი გამორიცხულია, რადგან მეუღლეები ერთმანეთისგან ქმნიან კერპს. - და თუ რომელიმემ მაინც უღალატა მეუღლეს? რა მოხდება მაშინ? - ეს უკანასკნელიც ზუსტად იმითვე პასუხობს და “მოღალატე” მეუღლეს არ აქვს უფლება, შური იძიოს საპასუხო ღალატისათვის. - გასაგებია... საკვებზე მითხარი რამე. - საკვები რაღაც შუალედურია, ვარფიმულ საკვებსა და დედამიწაზე დამზადებულ კონცენტრატებს შორის. საჭმელს იქ ოჯახებში კი არ ამზადებენ, ქარხნებში დამზადებული პასტითა და პაშტეტისებური საკვებით იკვებებიან. - და ტანსაცმელი? - ტანსაცმელი ძველ რომაულ ტოგასა და ტუნიკას ჰგავს, მას თორი ეწოდება, ფეხსაცმელი კი - აქაურ ქალამნებს ჩამოჰგავს. - სად ცხოვრობენ? - შენობები რაღაც ლითონის მსგავსი მასალისგან არის კონსტრუირებული ან ჩამოსხმული. შენობას აქვს ჭისებური ფორმა., სადაც ბინები განლაგებულია “ჭის” კედლებზე. თითოეული სახლი 8-12 ბინიანია,- სახლი სეგმენტებად არის დაყოფილი. ვარფიმის სახლებისაგან განსხვავებით, ტორის სახლებს აქვთ ფანჯრებიც და კარებიც, მაგრამ ისინი ფორმით განსხვავდებიან დედამიწაზე მიღებული კარ - ფანჯრისაგან. ფანჯრები დატანებულია სახლის სახურავზე, თითოეული სეგმენტის ცენტრში. ყოველი ბინის კარი ფასადიდან შედის და საერთო ეზოში გადის, “არკისებურად”. კარის თავზე, ფასადის მხრიდან, მდებარეობს მეორე კარი პირადი ტრანსპორტის გამოსაყვანად. ეს არის ჩვენებური “გარაჟი”. - ტრანსპორტი? - ტორელებს, ვარფიმელთა მსგავსად, აქვთ პირადი სატრანსპორტო დისკები, რომლებიც ძალიან ჰგავს “აქაურ” მფრინავ თეფშებს, მაგრამ დისკების დიამეტრი 2,0 მ-ს არ აღემატება. - ესენიც ხოცავენ ერთმანეთს... - კი, თეო!... სხვათა შორის, ტორელის სიკვდილი მეორე ტორელისათვის დიდ ტრაგედიას არ წარმოადგენს. მას იქვე ტოვებენ, სადაც მოკვდება, ან გადააქვთ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში და მიწაზე აწვენენ. ხრწნის პროცესი ტორზე ძალზე დაჩქარებულია. მესამე დღეს ტორელისგან მხოლოდ მტვერი-ღა რჩება, რომელსაც “მესაფლავენი” გულმოდგინედ ფანტავენ. - ხასიათიც მითხარი ბარემ... - თუ ვარფიმელები რობოტებივით უგრძნობები არიან, ტორელებს აქვთ “ადამიანური” გრძნობები, მხოლოდ ძალზე სუსტად გამოხატული. ერთადერთი გრძნობა, რომელიც მათში მოჭარბებულად არის განვითარებული, - ეს სხვისი მორჩილებაა, სხვათა ბრძანებების უსიტყვო შესრულება. ტორელები ძალზე ადვილად ექცევიან სხვათა გავლენის ქვეშ. - უუუფ... რა ჯანდაბა მინდა ან ერთ პლანეტაზე და ან მეორეზე, აა? რა ძალა მედგა, ამ სიშორეს რომ მოვდიოდი? ან უთქვენოდ რა მეშვცელება?! - ღმერთო ჩემო... რატომ შეგეჩვიე ასე?! ან რატომ შეგიჩვიე ასე?! რა მოხდებოდა, შენც სხვათა მსგავსად და სხვათა მსგავსი ყოფილიყავი? - მითხარი, მალე დავბრუნდები? – თეომ ცრემლიანი ზღვისფერი თვალები შეანათა გიორგის, ხელები შემოხვია და მის ძლიერ მკერდს მიეყრდნო. - სად ვუშვებ ამ ბავშვს?! – გიორგიმაც მაგრად მოხვია ხელები და გულში ჩაიხუტა. - რომ არ გავუშვათ, გიორგი? – ამოიბუბუნა ლოდმა და ორი წვრილი სველი ზოლი დააჩნდა მის ქვიშისფერ ზედაპირს. - ნოოოო....... – ამოიზმუვლა ირემმაც და თავით მიეხუტა თეოს. - მე დავბრუნდები... აუცილებლად დავბრუნდები, ჩემო კარგებო. დიდხანს ვერ გავძლებ უთქვენოდ, - ამოიჩურჩულა თეომაც და მთის ბროლივით გამჭვირვალე და მოციმციმე ცრემლები დასცვივდა თვალებიდან. - მორჩა! წასვლის დროა! – კიდევ ერთხელ თქვა გიორგიმ და თეო ლოდზე დააყენა. - მშვიდობით... მიყვარხართ! – ჩუმად თქვა თეომ, ხელები დაუშვა და ისარივით აიჭრა ცაში.
თეოს მომენტალურად ამოუდგა გვერდით სინათლის ორი ანგელოზი და მალე სამივე ერთად მიეფარა თვალს კოსმიურ სივრცეში.
- გიორგი, რა შეიძლება დაემართოს თეოს? იქ თუ მოკლავენ, ისევ აქ არ დაბრუნდება? რატომ გეშინოდა მისი გამგზავრების? - მისი გარდაცვალების კი არა, მისი სულის გაუხეშების მეშინია, ნიიი... თეოს ძალიან ფაქიზი სული აქვს და ეს სიფაქიზე მინდა შეინარჩუნოს ბოლომდე. - მხოლოდ ეს? - ცოტაა? არაა ეს ცოტა, ნიიი... პირიქით, ძალიან ბევრია! - მე მაქვს თეოს იმედი... - მეც... სხვა შემთხვევაში მას იქ მარტოს არ გავუშვებდი.
* * *
ასე დიდხანს არასოდეს უფრენია თეოს. დაიღალა. კიდევ კარგი სინათლის ანგელოზები გააყოლა გიორგიმ. რა ეშველებოდა მათ გარეშე? უფფ, კარგია ანგელოზობა. არც იღლები და არც არაფერი. ისე, საიდან აქვთ ამდენი ენერგია? - მალე მივალთ? – იკითხა თეომ მისუსტებული ხმით. - მალე, თეო... დაიღალე, პატარა? - ჰო... - აი, გამოჩნდა კიდეც... ხედავ, სისხლისფრად რომ ღუის? - ნაკვერჩხალს რომ ჰგავს? ან ბეტელჰეიზს? - ჰო, ნაკვერჩხალს.... კარგი შედარება იყო... და ბეტელჰეიზი? ეს რა არის? - ამას მე მეკითხებით? - გეკითხებით, რადგან ეს სახელები გეას მკვიდრებმა შეარქვეს ვარსკვლავებსა თუ პლანეტებს. კოსმიური სახელი კი – სულ სხვა აქვთ. - როგორ? - უბრალოდ... დედამიწას, კოსმიურ ენაზე გეა ჰქვია და თქვენ ყველაფერს ეძახით, გეას გარდა. - გეა მიწის ქალღმერთს ჰქვია, ბერძნულ მითოლოგიაში... – ჩუმად თქვა თეომ. - ბერძნულ მითოლოგიაში? კარგია, მან მაინც უწოდა გეას თავისი ნამდვილი სახელი! - როგორ გირჩევნია მისვლა? – ჰკითხა მეორე ანგელოზმა, რომელიც მანამდე თითქმის ჩუმად იყო. - სულერთია. მთავარია, სწრაფად მივიდე. - მაგას არ გეკითხები. მდედრად? მამრად? - უი, არა, მდედრად! - რატომ? მამრს მეტი შესაძლებლობები აქვს... უფრო ძლიერია... - არა, მაინც მდედრობა მირჩევნია. - ნება შენია.... - თეო, აქ გამრავლება საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, - თქვა ისევ პირველმა ანგელოზმა, - მოდი, უკვე გასაჩენად გამზადებული “ბავშვები” დაათვალიერე, დიდ კოლბებში რომ სხედან და... რომელსაც ხელს დაადებ, იმაში ჩაიბუდებ. - თანახმა ვარ. მაჩვენეთ, აბა? - ჯერ მივფრინდეთ. აქედან როგორ გაჩვენოთ?! – გაუკვირდა ორივე ანგელოზს, თითქმის ერთდროულად ჩასჭიდეს ხელი თეოს და მაქსიმალური სისწრაფით გაფრინდნენ ვარფიმისკენ.
(ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. გაგრძელება კი – კვლავაც იქნება!)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. გაგრძელება სადაა, თამრი? კაცს რომ შუა გზაზე მიატოვებინებ ჭამას, ისეა ეს... დაგვაინტერესე და გაჩერდი? არ ვიცი არაფერი, გააგრძელებ იცოდე! :))))))))) 5 გაგრძელება სადაა, თამრი? კაცს რომ შუა გზაზე მიატოვებინებ ჭამას, ისეა ეს... დაგვაინტერესე და გაჩერდი? არ ვიცი არაფერი, გააგრძელებ იცოდე! :))))))))) 5
21. აღრთოვანებული ვარ ქალბატონო თამარ თქვენი ფანტაზიიიიით!55555555 და გაგრძელება როდის იქნება? :) აღრთოვანებული ვარ ქალბატონო თამარ თქვენი ფანტაზიიიიით!55555555 და გაგრძელება როდის იქნება? :)
20. გარედან წავიკითხე ესეც და... ერთს ჰქონდა დღეს დადებული კიდევ, მერე ვეღარ ვნახე... "თეონა ტრეფიკინგის მსხვერპლიაო"... დაარწმუნე ეს ხალხი, რომ მთელია და ჯანმრთელი ეს გოგო, თორემ დაილია ხალხი ლოდინით! გარედან წავიკითხე ესეც და... ერთს ჰქონდა დღეს დადებული კიდევ, მერე ვეღარ ვნახე... "თეონა ტრეფიკინგის მსხვერპლიაო"... დაარწმუნე ეს ხალხი, რომ მთელია და ჯანმრთელი ეს გოგო, თორემ დაილია ხალხი ლოდინით!
19. თამრი... არაჩვეულებრივია, მაგრამ... სადაა გაგრძელება ამდენ ხანს? სულ წახვედი ხელიდან, რააა?! 5 თამრი... არაჩვეულებრივია, მაგრამ... სადაა გაგრძელება ამდენ ხანს? სულ წახვედი ხელიდან, რააა?! 5
18. არაჩვეულებრივია, პირდაპირ გაოცებული ვარ, საიდან ამდენი ფანტაზია :))) არაჩვეულებრივია, პირდაპირ გაოცებული ვარ, საიდან ამდენი ფანტაზია :)))
17. არაჩვეულებრივია, პირდაპირ გაოცებული ვარ, საიდან ამდენი ფანტაზია :))) არაჩვეულებრივია, პირდაპირ გაოცებული ვარ, საიდან ამდენი ფანტაზია :)))
16. ღმერთმა გიდღეგრძელოს მუზის ანგელოზი! ღმერთმა გიდღეგრძელოს მუზის ანგელოზი!
15. ძალიან საინტერესოა, მაგრამ ამ მაღალტექნოლოგიური ინტელექტისა უფრო შემეშინდა, ვიდრე.... სწორი იყო გიორგი, ძალიან ძნელია ასეთ პირობებში ფაქიზი სულისთვის გაძლება...ანდა თავადაც უნდა გაუხეშდეს, რომ გაუძლოს..... ეჰ.... იმედია...ამ ამბავს ბოლო კეთილი ექნება.....თუმცა... ,,ბოროტიმცა რად შეექმნა, კეთილისა შემოქმედსაო''.... ველი გაგრძელებას..... მოკითხვა....:):):) ძალიან საინტერესოა, მაგრამ ამ მაღალტექნოლოგიური ინტელექტისა უფრო შემეშინდა, ვიდრე.... სწორი იყო გიორგი, ძალიან ძნელია ასეთ პირობებში ფაქიზი სულისთვის გაძლება...ანდა თავადაც უნდა გაუხეშდეს, რომ გაუძლოს..... ეჰ.... იმედია...ამ ამბავს ბოლო კეთილი ექნება.....თუმცა... ,,ბოროტიმცა რად შეექმნა, კეთილისა შემოქმედსაო``.... ველი გაგრძელებას..... მოკითხვა....:):):)
14. თამრის ახალი თავები დაუწყია :) ვკითხულობ :) თამრის ახალი თავები დაუწყია :) ვკითხულობ :)
13. გეტყვი? მადუმებ იმხელა ფანტაზია გაქვს,დიდხანს ვუნდები ნაწერის წარმოსახვას..აქ კი ძლივს ნორმალურად ჩააცვი ,ტრანსპორტი მიაკუთვნე!:)) მე მეშინია შენი,არაამქვეყნიურო! გეტყვი? მადუმებ იმხელა ფანტაზია გაქვს,დიდხანს ვუნდები ნაწერის წარმოსახვას..აქ კი ძლივს ნორმალურად ჩააცვი ,ტრანსპორტი მიაკუთვნე!:)) მე მეშინია შენი,არაამქვეყნიურო!
12. აუუფ მეთქი ახლა სამი წელი რა მოიცდიის :D
გუშინ წავიკითხე გარედან, შემდეგ თავს ველოდებიი მეე ;;) აუუფ მეთქი ახლა სამი წელი რა მოიცდიის :D
გუშინ წავიკითხე გარედან, შემდეგ თავს ველოდებიი მეე ;;)
11. დედამიწაზე როდისღა დაბრუნდება ეგ საცოდავი გოგო. მე დავიღალე მაგის მაგივრად. დედამიწაზე როდისღა დაბრუნდება ეგ საცოდავი გოგო. მე დავიღალე მაგის მაგივრად.
10. ძალიან საინტერესოა! :) მოგიკითხეთ:) ძალიან საინტერესოა! :) მოგიკითხეთ:)
9. :) ყველაზე მეტად ორმზიანობა მომეწონა :) ძილში დაკარგული ყოველი წამი მენანება... კარგია როცა სულ მზე და დღეა :)
ამ გამრავლების ამბავმა კი ნერვები ამიშალაა :)) რაამბავია 3 წელი კოლბაშიი? :-O ხარშავეენ? :) და მერე კიდე 1 წელი ინკუბატორიოოოოოოოოოო :-O კაშმააარ!!! ;) :-* :) ყველაზე მეტად ორმზიანობა მომეწონა :) ძილში დაკარგული ყოველი წამი მენანება... კარგია როცა სულ მზე და დღეა :)
ამ გამრავლების ამბავმა კი ნერვები ამიშალაა :)) რაამბავია 3 წელი კოლბაშიი? :-O ხარშავეენ? :) და მერე კიდე 1 წელი ინკუბატორიოოოოოოოოოო :-O კაშმააარ!!! ;) :-*
8. ეეჰ, ჩემო ჰარალე, არც დედამიწაზე იცოდნენ არაფერი ხელოვნური განაყოფიერების შესახებ, მარა... ვერ ხედავ, რეებს შობა აი ხალხი? და ვარფიმზე სიცოცხლე გაჩნდა მას შემდეგ, რაც "მოკვდა" პლანეტა მარსი... :)))))))))))) ეეჰ, ჩემო ჰარალე, არც დედამიწაზე იცოდნენ არაფერი ხელოვნური განაყოფიერების შესახებ, მარა... ვერ ხედავ, რეებს შობა აი ხალხი? და ვარფიმზე სიცოცხლე გაჩნდა მას შემდეგ, რაც "მოკვდა" პლანეტა მარსი... :))))))))))))
7. სანამ მოგზაურობას დაიწყებს აი ბაღანა, ერთი შEკითხვა მაქვს ავტორთან. რომელი უფრო ადრე გაჩნდა, ვარფიმიელ-ტორელი, თუ სინჯარა? :) სანამ მოგზაურობას დაიწყებს აი ბაღანა, ერთი შEკითხვა მაქვს ავტორთან. რომელი უფრო ადრე გაჩნდა, ვარფიმიელ-ტორელი, თუ სინჯარა? :)
6. ძირითადად არაფერს ეუბნებოდა, მხოლოდ ძალიან-ძალიან თბილად უყურებდა და ჩუმად ეფერებოდა თმაზე.
ნაზი და საინტერესოა ეს სამყარო, რომელსაც შენი დაუშრეტელი ფანტაზია ქმნის, თამარ! მოგიკითხე ოჯახით! 55555 ძირითადად არაფერს ეუბნებოდა, მხოლოდ ძალიან-ძალიან თბილად უყურებდა და ჩუმად ეფერებოდა თმაზე.
ნაზი და საინტერესოა ეს სამყარო, რომელსაც შენი დაუშრეტელი ფანტაზია ქმნის, თამარ! მოგიკითხე ოჯახით! 55555
5. - შენობები რაღაც ლითონის მსგავსი მასალისგან არის კონსტრუირებული ან ჩამოსხმული. შენობას აქვს ჭისებური ფორმა., სადაც ბინები განლაგებულია “ჭის” კედლებზე. . აი, თურმე საიდან მოდის ჭა...უშორესი ტორიდან...
- შენობები რაღაც ლითონის მსგავსი მასალისგან არის კონსტრუირებული ან ჩამოსხმული. შენობას აქვს ჭისებური ფორმა., სადაც ბინები განლაგებულია “ჭის” კედლებზე. . აი, თურმე საიდან მოდის ჭა...უშორესი ტორიდან...
2. მაგარია თამარ,მრავალსერიანი ფანტასტიკური ფილმივითაა,უყურებ,უყურებ და არ გბეზრდება... მაგარია თამარ,მრავალსერიანი ფანტასტიკური ფილმივითაა,უყურებ,უყურებ და არ გბეზრდება...
1. ერთი გეაზე მანახა თეონა და მეტი არაფერი მინდა :)
ერთი გეაზე მანახა თეონა და მეტი არაფერი მინდა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|