 | ავტორი: ოლიკო-ლიკო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 4 თებერვალი, 2010 |
დედას... ამბობენ ადამიანი ღმერთის ტრაგედიააო,ღმერთო! რატომ აკლია შენს ოცნებას სრულყოფა... ყოველ საღამოს,როცა მზე ჰორიზონტს მიღმა ჩაიმალება და აურზაურით დაღლილი დღე ჩუმად იძინებს,როცა ციდან ოქროსფერი ვარსკვლავები თვალს გიპაჭუნებენ და ონავარი ბავშვებივით მაცდურად გიღიმიან,შენ მარტო რჩები საკუთარ თავთან... გააგორებ ფიქრის გორგალს და მიჰყვები, სიჩუმე ხომ ფიქრის დედაა... ფიქრი კი ძიება... სიცოცხლის აზრის, სიმშვიდის, ბედნიერების... ყოველ საღამოს შენს თავს ეკითხები: ვინ ხარ შენ ადამიანო?! რისთვის მოხვედი ამ მიწაზე?! რა არის შენი სულის საზრდო?! შენი ძალა?! და შენვე პასუხობ: მე ამ მიწის შვილი ვარ! სხვაგან სად არის ჩემი ადგილი?! ჩემი სულის საზრდო სიყვარულია! ჩემი მიზანი სიკეთე და სათნოება! ჩემი ძალა რწმენა და იმედი! ფიქრი კი გიტევს: სად ხედავ სიყვარულს?! სიკეთეს და სათნოებას?! სად არის რწმენა?! ვინ გაიმეტა სიყვარული?! ვინ მოგეფერა და დაგიამა ტკივილი?! ვინ შეგიმსუბუქა მარტოობის დღეები?! შენ თავდახრილი ჩუმად უსმენ და პასუხობ: მე მასწავლეს,რომ ცხოვრება სიყვარულია და უნდა მიყვარდეს! ცხოვრება ომია და უნდა მოვიგო ის! ცხოვრება ბედნიერებაა და თავად უნდა შევქმნა იგი! ცხოვრება საიდუმლოა და უნდა ამოვხსნა ის! ცხოვრება სილამაზეა, უბრალოდ უნდა აღგიქვა იგი! შენ თვითონ ჩუქნი რწმენას საკუთარ თავს,დადიხარ და დაგაქვს სიყვარული, სითბო და იმედი,ყოველ დილით ისე იღიმები თითქოს ახალი სამყარო აღმოაჩინე! გაზაფხულივით ნაზი და მშვენიერი,ზაფხულივით თბილი და გულიანი,შემოდგომასავით ბრძენი და მრავალფეროვანი, სამყაროსავით ღრმა და შეუცნობელი, თოთო ბავშვივით გულუბრყვილო და სუფთა... მარტო ხარ! და არასოდეს ნებდები ბედს!
ხვალ ჰორიზონტიდან ისევ ამოგორდება მზე. ყველას და ყველაფერს თავისი თბილი თითებით მოეფერება. მაგრამ შენ უკვე აღარ გაუღიმებ მას! აღარ გაწუხებს კითხვები და აღარც პასუხებს ეძებ! შენ ახლა იქ ხარ,სადაც მარადიული სითბოა, სიყვარულია... შენ ბედნიერება უკვე იპოვე!!! მაგრამ ახლა მე ვეკითხები ჩემს თავს: ვინ ხარ შენ ადამიანო?! და უსასრულოდ მენატრები..........
დედას
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. გაიხარე! მეც მოგიკითხე! გაიხარე! მეც მოგიკითხე!
14. მოგიკითხე... მოგიკითხე...
13. ღმერთო! რატომ აკლია შენს ოცნებას სრულყოფა... -ეს რაღაც ვერ მომეწონა ღმერთო! რატომ აკლია შენს ოცნებას სრულყოფა... -ეს რაღაც ვერ მომეწონა
12. დეე, ბებიკო მომენატრა.... ჩემი საყვარელი და თბილი ბებიკო.... აუუუ, ნეტა შემეძლოს მისი დაბრუნება..... მომწონს და მომწონს.... მაგრად გაქვს დაწერილი რეალობა..... :-* დეე, ბებიკო მომენატრა.... ჩემი საყვარელი და თბილი ბებიკო.... აუუუ, ნეტა შემეძლოს მისი დაბრუნება..... მომწონს და მომწონს.... მაგრად გაქვს დაწერილი რეალობა..... :-*
11. დიდი მადლობა ყველას! გაიხარეთ! :) დიდი მადლობა ყველას! გაიხარეთ! :)
10. რა პაწუა ხარ და რამხელა გრძნობებს დაატარებს ეს კიდევ უფრო პაწაწკინტელა გული :-* მოგეფერეოოოოოოოოოოო :-* რა პაწუა ხარ და რამხელა გრძნობებს დაატარებს ეს კიდევ უფრო პაწაწკინტელა გული :-* მოგეფერეოოოოოოოოოოო :-*
9. მე მასწავლეს,რომ ცხოვრება სიყვარულია და უნდა მიყვარდეს! ცხოვრება ომია და უნდა მოვიგო ის! ცხოვრება ბედნიერებაა და თავად უნდა შევქმნა იგი! ცხოვრება საიდუმლოა და უნდა ამოვხსნა ის! ცხოვრება სილამაზეა, უბრალოდ უნდა აღგიქვა იგი!
დიახ დიახ და კიდევ დიახ!!! :) მოგიკითხე;) მე მასწავლეს,რომ ცხოვრება სიყვარულია და უნდა მიყვარდეს! ცხოვრება ომია და უნდა მოვიგო ის! ცხოვრება ბედნიერებაა და თავად უნდა შევქმნა იგი! ცხოვრება საიდუმლოა და უნდა ამოვხსნა ის! ცხოვრება სილამაზეა, უბრალოდ უნდა აღგიქვა იგი!
დიახ დიახ და კიდევ დიახ!!! :) მოგიკითხე;)
8. ვინ ხარ შენ ადამიანო?!
ვინ ვარ და ... სიყვარული, მონატრება, მისწრაფება და კიდევ უამრავი რამ რაც აქ გიწერია... დედა, ბოლოსდაბოლოს. (ჩემს სემთხვევაში _ მამა ) :) ვინ ხარ შენ ადამიანო?!
ვინ ვარ და ... სიყვარული, მონატრება, მისწრაფება და კიდევ უამრავი რამ რაც აქ გიწერია... დედა, ბოლოსდაბოლოს. (ჩემს სემთხვევაში _ მამა ) :)
7. ცხოვრება ბედნიერებაა და თავად უნდა შევქმნა იგი!
შენ თვითონ ჩუქნი რწმენას საკუთარ თავს,დადიხარ და დაგაქვს სიყვარული, სითბო და იმედი,ყოველ დილით ისე იღიმები თითქოს ახალი სამყარო აღმოაჩინე! გაზაფხულივით ნაზი და მშვენიერი,ზაფხულივით თბილი და გულიანი,შემოდგომასავით ბრძენი და მრავალფეროვანი, სამყაროსავით ღრმა და შეუცნობელი, თოთო ბავშვივით გულუბრყვილო და სუფთა... მარტო ხარ! და არასოდეს ნებდები ბედს!
მართალი და კარგი ნაწერია.. ძალიან მომეოწნა!:) ცხოვრება ბედნიერებაა და თავად უნდა შევქმნა იგი!
შენ თვითონ ჩუქნი რწმენას საკუთარ თავს,დადიხარ და დაგაქვს სიყვარული, სითბო და იმედი,ყოველ დილით ისე იღიმები თითქოს ახალი სამყარო აღმოაჩინე! გაზაფხულივით ნაზი და მშვენიერი,ზაფხულივით თბილი და გულიანი,შემოდგომასავით ბრძენი და მრავალფეროვანი, სამყაროსავით ღრმა და შეუცნობელი, თოთო ბავშვივით გულუბრყვილო და სუფთა... მარტო ხარ! და არასოდეს ნებდები ბედს!
მართალი და კარგი ნაწერია.. ძალიან მომეოწნა!:)
6. დიახ მართალი ბრძანდებით,უბრალოდ დანარჩენი აქ არ ჩავთვალე საჭიროდ! ეს მისი საყვარელი ფრაზები იყო და ცდილობდა ამით ეცხოვრა და ცხოვრებისთვის გაეძლო! დიდი მადლობა! დიახ მართალი ბრძანდებით,უბრალოდ დანარჩენი აქ არ ჩავთვალე საჭიროდ! ეს მისი საყვარელი ფრაზები იყო და ცდილობდა ამით ეცხოვრა და ცხოვრებისთვის გაეძლო! დიდი მადლობა!
5. მაგრამ ახლა მე ვეკითხები ჩემს თავს: ვინ ხარ შენ ადამიანო?! და უსასრულოდ მენატრები..........
ცხოვრება ბედნიერებაა და თავად უნდა შევქმნა იგი! ცხოვრება საიდუმლოა და უნდა ამოვხსნა ის! ცხოვრება სილამაზეა, უბრალოდ უნდა აღგიქვა იგი!
ეს მგონი დედა ტერეზას ცნობილი სიტყვიდან უნდა იყოს, თუ ასეა, მაშინ: ცხოვრება ტრაგედიაა და უნდა დაითმინო იგი, ცხოვრება სიცოცხლეა და არ გაანადგურო შენი ხელებით! მშვენიერი მინიატურაა მაგრამ ახლა მე ვეკითხები ჩემს თავს: ვინ ხარ შენ ადამიანო?! და უსასრულოდ მენატრები..........
ცხოვრება ბედნიერებაა და თავად უნდა შევქმნა იგი! ცხოვრება საიდუმლოა და უნდა ამოვხსნა ის! ცხოვრება სილამაზეა, უბრალოდ უნდა აღგიქვა იგი!
ეს მგონი დედა ტერეზას ცნობილი სიტყვიდან უნდა იყოს, თუ ასეა, მაშინ: ცხოვრება ტრაგედიაა და უნდა დაითმინო იგი, ცხოვრება სიცოცხლეა და არ გაანადგურო შენი ხელებით! მშვენიერი მინიატურაა
4. მომეწონა .. თბილა თბილა.. მომეწონა .. თბილა თბილა..
3. ადამიანო, ადამიანო, რა პატარა ხარ და რა დიადი. ენვერ ნიჟარაძე. ადამიანო, ადამიანო, რა პატარა ხარ და რა დიადი. ენვერ ნიჟარაძე.
2. თბილი და საინტერესო ნაწერია, ბევრი კარგი ადგილით :) თბილი და საინტერესო ნაწერია, ბევრი კარგი ადგილით :)
1. ცხოვრება ომია და უნდა მოვიგო ის! ცხოვრება ბედნიერებაა და თავად უნდა შევქმნა იგი! ცხოვრება საიდუმლოა და უნდა ამოვხსნა ის! ცხოვრება სილამაზეა, უბრალოდ უნდა აღგიქვა იგი!
ლიკა მოგიკითხე ცხოვრება ომია და უნდა მოვიგო ის! ცხოვრება ბედნიერებაა და თავად უნდა შევქმნა იგი! ცხოვრება საიდუმლოა და უნდა ამოვხსნა ის! ცხოვრება სილამაზეა, უბრალოდ უნდა აღგიქვა იგი!
ლიკა მოგიკითხე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|