ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათი-ნათი
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2010


ჰო...

ჰო,
ისევ ცრემლით ვქარგავ
სევდიან ღამეს...
ჰო,
მთვარეს ისევ მოაქვს
შენზე ფიქრები...
დღეს?
წლებს ვუცადო?
კი,მაგრამ რამდენს?
ხვალ,
ჩემო კარგო,
ხვალე უკვე აღარ ვიქნებით.
და მეც ვიღლები,
ვეღარ ვზიდავ უმძიმეს ლოდებს...
სცვივათ ფიფქები
ჩემს ფანჯრის წინ
დღეს ატმის რტოებს...
ვეღარ მოგიცდი,
მარტოობის წლებმა დამღალეს.
ხელი მომეცი,
არ გამიშვა,
გულში დამმალე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები