ამდენი სითბო სად შემოგრჩა ამ სიცივეში, შუაცეცხლს ინთებ გულმკერდში თუ კარი დაგმანე?!. შენ დაგებედა ქალაქები - ბორდო, ლიეჟი და მთვარე, ცაზე დაკიდული თეთრი მაქმანი...
არტახებს იხსნის კალაპოტის სადღაც იქ სენა, ძველი შუქურა ზვირთსაჭრელის გვერდით კიაფობს... არ გახსოვს, მაგრამ უნებურად მაინც იხსენებ: ”ვაგომტალენქო?..” მერე ისევ ედიტ პიაფი...
და სველი ბრიზი, ნაიარევ სულში რომ გიზის და სულ უბერავს... ამდენი სითბო სად შემოგრჩა ამ სიცივეში?!.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|