ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოლიკო-ლიკო
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2010


მე და შენ...

მე და შენ წლებს ვერ დავემალებით,
ჩვენ ხომ არასდროს არ ვართ მარტონი,
თუმც განსაცდელი ფეხდაფეხ დაგვდევს
და გვათამაშებს ბედის სასწორი!
და ახლოვდება ჟამი სიბერის,
თმაში ჭაღარას კვლავ გვათოვს ფიქრი,
მაგრამ მე  ვიცი  ფასი სიტყვების,
რომლებსაც მუდამ ამ გრძნობით ვიტყვი...
ვიტყვი,რომ ასე ძლიერ მიყვარდი,
რომ სხვა საუნჯე არც მინატრია,
რომ სიმარტოვეს შენით ვიტანდი,
შორს ხარ და გულში შენზე დარდია!
მე და შენ წლებს ვერ დავემალებით...
ვიაროთ ასე...
ვიდრე გრძნობები მონატრების სუნთქვამ დალია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები