ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯილდა
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2010


განწყობის

ღამის მოთელილი წამი
წამის მეასედი ვითომ...
რაღაც გაურკვეველ სიტყვებს
დილის აკორდივით ითხოვ.
მზერა გაყინული თოვლი
შენი ფანჯრებიდან ისე...
სხვასთან უნებრთვო მისვლას
ამაყი ქალივით იხდენს.
თითებდამტვრეული დილა
ლოლოებს აცილებს კალთას
ისე ჩამოუდნა სიტყვა...
წყლისგან ვეღარ არჩევს თავად.
სიცივით გაყინულ ცხვირზე
სიწითლემ იმატა რადგან,
ჩემი, შენგან წასვლის მერე
კოცნა თან გამომყვა საგზლად.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები