ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიგელ დ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 იანვარი, 2010


მიუნხენური მანეკენები (სილვია პლათი)

სრულყოფილება საზარელია, ვერ აჩენს შვილებს.
ცივია, როგორც თოვლის სუნთქვა, იმ საშოს იცნობს

სად ჰიდრებივით ირხევიან ურთხლის ხეები,
ხოლო ხეები სიცოცხლისა თავის მთვარეებს

თვეში ერთხელ უშედეგო ბორკილებს ხსნიან.
სისხლის ნაკადი ნაკადია სიყვარულისა,

აბსოლიტური მსხვერპლშეწირვაა.
და ეს ნიშნავს: არავითარი კერპი ჩემს გარდა,

მხოლოდ მე და შენ.
გოგირდოვანი მიმზიდველობით და ღიმილებით

მანეკენები გაშეშებას თავს აღწევენ ღამღამობით,
რომს ადა პარიზს შორის მორგში – მიუნხენში –

შიშვლები და მელოტები თაავ-თავიანთ ბეწვეულებში ((ბეწვეულში)),
ნარინჯისფერი მამალოები, აცმულები ვერცხლის ჯოხებზე ((ჯოხზე)).

აუტანლები, უაზროები.
ბნელ ფანტელებად მოდის თოვლი,

სიახლოვეს არავინაა. სასტუმროებში
კარს შეაღებს არა ერთი და ორი ხელი

და ფეხსაცმელებს დაალაგებს საპრიალებლად, -
რომ ჩაეკვეხონ ხვალ შიგ სქელი ფეხის თითები.

ო, ამ ფანჯრების ოჯახური სიმყუდროვე, -
ჩვილი ბავშვების მაქმანები, ტკბილეულობა,

და სქელ-სქელი გერმანელები ყვინთავენ თავიანთ ეფსკერო შტოლზ-ში.
და შავ-შავი დაკიდული ტელეფონები

ბრწყინავენ,
ბრწყნავენ და ინელებენ

მდუმარებას. თოვლს ხმა არ აქვს…


თარგმანი შოთა იათაშვილის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები