ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატერინე
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2010


...........................

შეაჩერე გული თორემ გასკდა,
უცნაურად მიგუბდება სული,
შეაჩერე ქარი, ჩქარა შეაჩერე,
თუ მეძგერა, აისრულებს სურვილს.
ჩავეწნები გვირილების ნოხებს,
თან ყაყაჩო დამაფარებს ჩოხას,
ვერც შენ გაძლებ ქარივით რომ აფრენ,
დაცხრები და ფეხაკრეფით მოხვალ.
მზე გამითბობს გვირილიან საწოლს,
მთა არწივებს დამიყენებს მცველად,
არ გაბედო მოახლება ჯიქურ,
დაიწყება ვარსკვლავების ცვენა.
შეაჩერე გული, თორემ გასკდა,
ოცნებების ტალღამ გადამლეკა.
შეაჩერე ეს აშარი ქარი, ნუ მეძახის,
სად ხარ, ეკა, ეკააააა...:)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები