ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: didou nana
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2010


  ჩამოტვირთვა

და მოისმის ხარხარი ოსმალური, სპარსული

ალესილი თვალებით გადავყურებ ბასიანს,
რობაიებს თურქულად ამბობს მტკვარი კოლაში,
თურმე, ო, რა კარგია, თურმე, რა ლამაზია,
დიდი როცა იხსენებ, რაც ისწავლე სკოლაში.

ცრემლები სდის საკლარჯოს, მოსთქვამს მწარედ ხახული,
ოშკი ბანას შესტირის, დაქანცულა ოპიზა,
ტაოელი ქალების ლამაზ წამწამთ ფახული
იანიჩრის უზნეო საქციელმა მოთხისა.

რუხი ფერის ნისლები ესაბნება არტანუჯს,
ჰა, მეფეთა სამშობლო – ეს ხომ დიდი სპერია;
ვეღარ ჭედავს ხალიბი რკინას, ვაჰ, რომ არ ძალუძს,
და ზურმუხტის თვალთაგან ლალს ყრის ლაზი ფერია.

ჩამუხლულა შავშეთი, ცალი ფეხით მიწაა,
ფეხქვეშ მიწა ეცლებათ ფანასკერტს და თუხარისს,
შაოსანი რომ მოსთქვამს – ეს აშოტის ძიძაა,
ვიღაცის გულს ცეცხლი წვავს, ვიღაცის გულს უხარის.

და სულ ბოლოს სტამბოლის ფართე-ვიწრო ქუჩებში,
კედელს მიყრდნობილია მთელი ჩვენი წარსული,
სიგარეტი ურჭვია სისხლით სავსე ტუჩებში,
და მოისმის ხარხარი ოსმალური, სპარსული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები