ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2008


* * *

გათეთრდნენ ტიტები,
ლეიკოციტები
დაფანტეს მგონია,
ახალ კანს იჩვევენ.
ახლა მინორია
ჩვენი სიმფონია.
უკვე აღარც მახსოვს რამდენჯერ მიშველე,
ეს სული შიშველი
რამდენჯერ შემოსე
ფერებით,
რომლებიც ყრმობაში დავკარგე,
მასწავლე სუნთქვა
და მერე კი მაჩუქე
სიშორე,
რომელიც ლოდინით დავღალე,
ვერაფრით ვიშორებ.
მაინც ამ ნაკვალევს
მივსდევ
და თვალები დუმილით ხვდებიან,
რომ უქმად გავფანტე ბგერები,
სიტყვები, ფრაზები,
რომლებიც არ მეორდებიან,
მაინც არ ვმთავრდები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები