ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუჯარი
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2010


ჭყვიშში დაბადება

                              მალხაზ მამფორიას გახსენება
               

               
            მდუმარეა სასაფლაო... ვაყურადებ ქარის შრიალს,
            შე, ალალო, მამფორია, ცაში სუფრა გაგიშლია...
            აწი აღარ გაგამხნევებს, გაგართობს და გაგაბრაზებს,
            ჯიმა თვალებცრემლიანი, ჩვენი გელა კაპანაძე.
            ზამთრისპირზე ბორანიდან რიონს ვინღა გადაცურავს,
            შენებურად ვინ იმღერებს: ,,კაცი ვარ და ქუდი მხურავს’’...
            ვინ გამოცლის ღვინითა და სიყვარულით სავსე სურას,
            ანდა ვინღა გაგვაოცებს, გულიანო, ძველებურად...
            სამერმისოდ შემართული, ასე რაღამ დაგაწყნარა,
            რეკავს, როგორც გლოვის ზარი, დედაშენის ,,ვაი, ნანა...’’
            ბილიკ-ბილიკ, ყანა-ყანა, ოცნებებში ნასათუთევს
            ჩაეხუტე გალაკტიონს... ტიციანიც ჩაგიხუტებს...
            ზოგი ადრე, ზოგი გვიან, მეგობრები, ვინც კი კვდება,
            იქცევიან სასმისებად, ყანწებად და ხელადებად,
            იქცევიან მონატრებად, სანთლებად და კელაპტრებად,
            რჩება ხსოვნის სადღეგრძელო და ტკივილი გვემატება.
            მდუმარეა სასაფლაო...კიპარისებს ქარი არხევს,
            უკვდავების საუფლოა მიწა, შენ რო დაიმარხე...
            რას გაუგებ წუთისოფელს...ცაში გიჯობს ხეტიალი,
            მაგრამ ჭყვიშში დაბადება, სიკვდილზედაც მეტი არი...
           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები