ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცანა/გვანცა ჯობავა
ჟანრი: თარგმანი
16 ივნისი, 2008


ვარსკვლავი, რომელსაც მე ვუმზერ (ტ. გრანელი)

TERENTI GRANELI

THE STAR I'M GAZING AT

I lie in bed and a star, which I call the star of my destiny, is showing through the window. It's often covered by night clouds. At times it sparkles, at others it fades.
I think that my fled soul is summoning me through that star. What's to be done, when the carrion fails to meet the calling of the soul! I'm still remaining on earth.
Some invisible thread allies me and the whole heavenly universe.
Even now I seeing this very star while writing these lines.
It's lonely shining in the sky and I'm lonely on the earth as well.
Where is that invisible force, which can unite us, hiding.
I don't know it.
Somebody is summoning me from the heavenly universe. My eyes will never see the blue domain of the star, I'm gazing at every night!..
It's far away from me.
Though it's a friend of my soul.
Glory to you, the distant star.
Glory to you.



ტერენტი გრანელი
ვარსკვლავი, რომელსაც მე ვუმზერ

დავწვები ლოგინში და ფანჯრიდან მოჩანს ერთი ვარსკვლავი, რომელსაც მე ვეძახი ჩემი ბედის ვარსკვლავს. ხშირად მას ფარავენ ღრუბლები ღამეების. ხან აინთება და ხან ჩაქრება.
მე მგონია, იმ ვარსკვლავიდან მიხმობს ჩემი გაფრენილი სული; რა ვქნა, როდესაც ლეშს არ შეუძლია შეასრულოს სულის მოწოდება! მე ისევ მიწაზე ვრჩები.
ჩემს და იმ ვარსკვლავს შორის გაბმულია რაღაც უხილავი ძაფი, რომელიც მე მაერთებს მთელ ზეციურ სამყაროსთან.
იმ ვარსკვლავს მე ახლაც ვხედავ და ვწერ ამ სტრიქონებს.
ის ობლად ანათებს ცაზე, მეც ობოლი ვარ მიწაზე.
სად იმალება ის უხილავი ძალა, რომელსაც შეუძლია ჩვენი შეერთება.
მე ეს არ ვიცი.
იქიდან მიხმობს ვიღაც.  ჩემი თვალები ვერასოდეს ვერ იხილავს იმ ვარსკვლავის ცისფერ სივრცეს, რომელსაც მე ყოველ ღამე ვუმზერ!...
ის შორს არის ჩემგან.
თუმცა ჩემი სულის მეგობარია.
დიდება შენ, შორეულო ვარსკვლავო!
დიდება შენ!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები