მოდი, თავები დავატოლოთ!.. რას მიხვდები გზაზე დაფენილი ჩრდილებით?.. მე და შენ ვდგავართ, მე - შენზე მეტად დარდიანი, შენ - დაბნეული... აქვე დგანან ჩვენი ჩრდილებიც და ირწევიან...
მერე? რა მერე?..
მერე ჩვენ ხელით ღილებისკენ, ტუჩით - ტუჩისკენ... მერე ჩვენ მჭიდროდ, უფრო მჭიდროდ... ერთმანეთისკენ...
...ჯერ ისევ ვდგავართ, ვდგავართ გზაზე, მაგრამ იქვე, როგორც ლოგინზე, უკვე წვანან ჩვენი ჩრდილები და ნებივრობენ, -
ისევ დაგვასწრეს...
მოდი, თავები დავატოლოთ!.. დღეს ”კენზოს” სუნი ასდის ზამთარს და ცივ მთვარესაც...