ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2010


მე პოეზიას ავირჩევ მოძღვრად

ღამეა, ქარი ატანს მთვარემდე,
უკმაყოფილო გქვია ცხოვრებით,
სანამ დრო არის უნდა დანებდე,
სანამ ნაოჭის გაჩნდა ზოლები.

შენი სიშორის მომიწევს მოკვლა
მისაფრდებიან სადღაც ქისტები
მე პოეზიას ავირჩევ მოძღვრად,
შენ კი ღალატით გამისხვისდები.

ჰო, ამ ბედისგან ასე განწირვით,
ჩვენი ტუჩები ვეღარ კოცნიან,
მე პოეზიის გავხდი ნაწილი.
რატომღაც შენ არ მოგილოცია...

რომ მივიწყებულ ქუჩებს და სახლებს,
როგორ უმხელდი გიყვარდი ვითომ,
როცა ყველაფერს არქმევდი სახელს,
დღეს უსახელო შენა ხარ თვითონ.

ღამეა, კვდება სადღაც იანვარი,
თებერვალს მარტი დაუკრეფია...
და ახლა ვხვდები, დროა მთავარი;
და ამ დროს შენში არ უმეფია.

და ძველებურად ღამეებს ათევ,
გინდა უჩემო დღეებს ზვერავდე,
და სიყვარული, რომელიც ხატე,
დღეს უჩემობით გააფერადე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები