ღვიღვას ცხედართან უკანასკნელი ღამისთევისას ნატირლებიდან
გულში უხანჯლოდ დამხანჯლე... ბალღივით ამაქვითინე... აწი, რაც უნდა ვიტირო, მაინც ვერ გამოგიტირებ...
ცუდ დროს გვიმუხთლა სიკვდილმა... დაგვცოფა, იმ სასიკვდილემ... აწი, ბევრიც რომ ვიბღავლო, მაინც ვერ გამოგიტირებ...
სიმწრის ცრემლებით დავთვერი... სიმწრით თითები ვიტკვირე... მაინც რა სენთან იომე?.. ვაი, რა გული იტკინე!.. აწი, სულ ცრემლად რომ ვიქცე, მაინც ვერ გამოგიტირებ...
თუმც არც მწარეს ჰგავს ხუმრობას მაგ შავი შუბლის სიგრილე, მაინც, კუბოში მწოლარეც, მკვდარი ვერ წარმიგიდგინე...
ვიცი, ეს გული საცაა დედას მეც რომ ამიტირებს... - ჯავრს, ერთად რომ ვერ ვჯობნიდით, მარტო რას მივასიკვდილებ?!.
შენ შენი გაიხაზირე და ნირიც არ წაიხდინე... - ბრანწი უჩვენე სიკვდილსაც, როგორც ათასჯერ - სიფრთხილეს... ახლა გაღმიდან, თითქოსდა, ნიშნს გვიგებ ცნობამიხდილებს...
ნაღდზე გადახდით დაფარე ვალები ყველა მევალის... მიგაქვს (გულის წილ...) უწყალოდ გამოწურული მტევანი... ...გასრულდა გადარევებით აღსავსე ღამისთევანი...
17. 02. 1991
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ლომის ბდღვინვამ გამომაღვიძა და დამაღონა! ლომის ბდღვინვამ გამომაღვიძა და დამაღონა!
10. გულწრფელად მიხარია, რომ ჩემი უფროსი მეგობარი ხართ!.. გულწრფელად მიხარია, რომ ჩემი უფროსი მეგობარი ხართ!..
9. - ჯავრს, ერთად რომ ვერ ვჯობნიდით, მარტო რას მივასიკვდილებ?!.
გული უცემს პოეტს, ნაღდი გული! და ავატარზე რა სიმდიდრე უჭირავს პოეტის მკლავებს?! :) - ჯავრს, ერთად რომ ვერ ვჯობნიდით, მარტო რას მივასიკვდილებ?!.
გული უცემს პოეტს, ნაღდი გული! და ავატარზე რა სიმდიდრე უჭირავს პოეტის მკლავებს?! :)
8. ძალიან მაგარია იმო ბაბუ!
ძალიან დიდი ტკივილია ჩადებული !
იხარეთ !
555
ძალიან მაგარია იმო ბაბუ!
ძალიან დიდი ტკივილია ჩადებული !
იხარეთ !
555
7. ძალიან მომწონს ბატონი იმოს პოეზია :) ძალიან მომწონს ბატონი იმოს პოეზია :)
6. ძალიან ლამაზი გამოტირებაა...5555555 ძალიან ლამაზი გამოტირებაა...5555555
5. მომწონს თქვენი ლექსები ბატონო იმედა! მომწონს თქვენი ლექსები ბატონო იმედა!
3. ცუდ დროს გვიმუხთლა სიკვდილმა... დაგვცოფა, იმ სასიკვდილემ... აწი, ბევრიც რომ ვიბღავლო, მაინც ვერ გამოგიტირებ...
მახსოვს ძია იმო თქვენი მეგობრის შესახებ და მისი ლექსებიც. მოგიკითხეთ დიდი,დიდი სიყვარულით.
ცუდ დროს გვიმუხთლა სიკვდილმა... დაგვცოფა, იმ სასიკვდილემ... აწი, ბევრიც რომ ვიბღავლო, მაინც ვერ გამოგიტირებ...
მახსოვს ძია იმო თქვენი მეგობრის შესახებ და მისი ლექსებიც. მოგიკითხეთ დიდი,დიდი სიყვარულით.
2. შენი გაიხაზირე და ნირიც არ წაიხდინე... - ბრანწი უჩვენე სიკვდილსაც, როგორც ათასჯერ - სიფრთხილეს... ახლა გაღმიდან, თითქოსდა, ნიშნს გვიგებ ცნობამიხდილებს...
არ მინდოდა გამორჩევა,მაგრამ უსიტყვოდაც ვერ გავედი! 5 შენი გაიხაზირე და ნირიც არ წაიხდინე... - ბრანწი უჩვენე სიკვდილსაც, როგორც ათასჯერ - სიფრთხილეს... ახლა გაღმიდან, თითქოსდა, ნიშნს გვიგებ ცნობამიხდილებს...
არ მინდოდა გამორჩევა,მაგრამ უსიტყვოდაც ვერ გავედი! 5
1. გულში უხანჯლოდ დამხანჯლე... ბალღივით ამაქვითინე... აწი, რაც უნდა ვიტირო, მაინც ვერ გამოგიტირებ...
კარგი ავტორი! გულში უხანჯლოდ დამხანჯლე... ბალღივით ამაქვითინე... აწი, რაც უნდა ვიტირო, მაინც ვერ გამოგიტირებ...
კარგი ავტორი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|