ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2010


ნაძველბიჭარი ლექსი

  (ანუ ერთი დღე კაცის ტყავში)

დრო არის ახვრული,
ორთქლს უშვებს ზაფხული
და ვარ დაზაფრული
სიცხით.
ქოხიდან ვილამდე
დროს მოაქვს ცვლილება,
მე არ შევიცვლები,
ვიცი...
შიშველი ჭიპები,
ტიპები ჯიპებით
დაქრიან დასიცხულ
გზებზე.
ქალაქი ირევა,
სავსეა "შნირებით",
მე ყველას ვკიდივარ
ფეხზე...
ცხოვრებამ მაზალომ
მაგრად მაზარალა,
გამექცა ცოლ-შვილი,
წაიღეს ბინა.
რა ხდება, რა ვიცი,
ამტკივდა ლავიწი.
იწვიმებს,
გრძნობა მაქვს
წინა...
ჰგავს ყოფა "იჟოგას",
ნამწვავებს ვიზოგავ,
დროში წუთს მიზომავს
ვალი...
დრო იყო, ვარჩევდი,
სხვისას თუ საჩემოს,
და მხოლოდ ნარჩევი
მიყვარდა
ქალი...
დრო არის ახვრული,
მომბეზრდა ფაფხური,,
არ დადგა საჩემო წამი.
თავს ვეღარ ვქომაგობ,,
დამისხი ორმაგი
და კარგი მითხარი
რამე!...

გადავფხიკე და მოვიგე...

გადავფხიკე და... მოვიგე,
ბედი - უკვესო აბედი.
დამსხდარან თავთან ორ რიგად
ფიქრები ჩემზე საყბედოდ.
სევდაც შემოდის ნარანარი
და მუდამ ფეხაკრეფილი.
მიზის იმედი სანგარში,
წლებისგან ფეხმოტეხილი.
გადავფხიკე და მოვიგე,
ლოდინის დიდი ულუფა.
სადილ-ვახშმადაც დრო მიდევს,
მიმასპინძლდება გულუხვად.
გადავფხიკე და...მოვიგე,
თავისუფლების ნისია...
ბედი - გამჩენის მორიგე
მართმევს, რაც უკვე სხვისია.
გადავფხიკე და... მოვიგე,
ცხოვრება - მუქი სათვალე.
სხედან ფიქრები ორ რიგად
და ნუგეშის ძაფს ართავენ...
 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები