ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: gugua
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2010


„სიოსეფოლი“

ისპაჰანის დედა მდინარეო, ზაიანდერუდ
ბევრი სამკაული გილამაზებს ლაპლაპა სხეულს!
შუა წელზე კი ოთხასწლიანი ვერცხლის ქამარი –
ალავერდი-ხან უნდილაძის ხიდი გამშვენებს!
ტყვედ გაყიდული ბავშვობაში
საქართველოდან სპარსეთში რომ ჩამოიყვანეს...
„აი, კიდევ ერთი ქართველი მოვედიო“
ესალმება ოცდაცამეტივე თაღს ინა ინარიძე.
ყველა გურჯი ხომ მაგ ხიდთან მოდის, ხელით ეხება
და მოწიწებით თაყვანს სცემს ქართულ აგურებს
ორ სართულიანს, ას მეტრზე გადაჭიმულს...
დედა მდინარეო, რატომ ხარ ჩუმად
რატომ არ გვიმხელ მაგ საიდუმლოს?
შენ მაინც გეტყოდა, ან მიხვდებოდი...
ქრისტეს ასაკი თუ ასოები ქართველთ ანბანის?
ცაში შვიდფერი ცისარტყელაა, მიწაზე კი –
ალავერდი-ხან უნდილაძის „სიოსეფოლი!“

P.S. ინა ინარიძე - საფრანგეთში მცხოვრები მეზღაპრე, რომელიც ფერეიდანში ჩავიდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ჩასაწერად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები