მაჭახელას ფუტკარო, ქომო-ქომო* იფრინე, მინდა ნახო სოფლებში რაფერ ეფათუნება* ჩემი გულის ჯიგარი და მომიყვე,ესხრიკვის* ბედი თუ ეთბუნება.
მაჭედარი ხარივით გულო, ბევრის ტანია, რა ვქნა,ბედმა ბუხრიდან კდარი ამატანია* ისე ძალვან დამსხრიკა*, ისე დამახუხუნა*, რომ დამამხო ნაგრანი* თავზე,რაფერც ხუხულა.
ჰოდა,მიტომ ყველა დღე გაღმითებზე* ვლოცულობ, მინდა დამღრალ* უბეში გული ავუფართქალო, სანამ სული ქართული ჯერ არ დანაძირება. სანამ კარჩხლის წვეროიდან მზე იმედით მაჭიხებს*, მაჭახელას ხევისკენ აუყევი ფუტკარო! * * * მარა,ისვენ დაბრუნდი, ბაბას უთხარ:- ვუთხარო....
31.01.2010 წ.
(დაინტერესებული პირებისთვის)
ზედვაკე-მაჭახელას ხეობის ერთ-ერთი სოფელთაგანი მოქცეული თურქეთის საზღვრებში;
ლაზარობა-რიტუალური თამაში ამინდთან დაკავშრებით.დიდი გვალვების,ან ხანგრძლივი წვიმების დროს აწყობდნენ ლაზარობას.თავს მოიყრიდნენ სოფლის ბავშვები.ჯვრის მსგავსად შეკრავდნენ ჯოხებს.ზედ ჩამოაცმევდნენ ქალის ტანისამოსს.ბამბით გაუკეთებდნენ ტავს,პირისახეს..მოზრდილი ბავშვი ხელში დაიჭერდა ამ დედოფალას და წინ წარუძღვებოდა ლაზარობის მონაწილეებს.დანარჩენნი აიღებდნენ ჭურჭელს და დაიწყებდნენ კარდაკარ სიარულს.მიადგებოდნენ თუ არა ჭიშკარს,ერთი,ვისაც ლაზარია უჭირავს,დაიძახებდა: ,,-ლაზარიაი მუადგა კარსა, აღარღალებს თავსა... ეხვეწება ღმერთსა, -ღმერთო მოგვე წვიმა-წყალი, შიგვინახე ზე და თვარე“(თუ გვალვაა)... -ღმერთო,მოგვე ზე და თვარე, შიგვინახე წვიმა-წყალი“(თუ წვიმიანია). დანარჩენები დაიძახებენ:-ამინ! ასე გაიმეორებდნენ სამჯერ.ამასობაში გამოდიოდა სახლის პატრონი,ბავშვებს ჭურჭელში ჩაულაგებდა კარაქს,ყველს,კვერცხს,ფქვილს,ტკბილეულს და ა.შ.შემდეგ ბავშვებს მიასხამდა წყალს(თუ წვიმა სურდათ),ან მიაყრიდა ნაკვერცხლებს(თუ მზე სურდათ).ბავშვები იმ მოსახლეს,რომელიც სიძუნწეს გამოიცენდა და ცოტა პროდუქტს გაიმეტებდა,ჰპარავდნენ ცოცხს.ლაზარობის სემდეგ ამ ცოცხს ჩაჰკიდებდნენ მდინარეში და მანამდე არ ამოიღებდნენ,სანამ ამინდი არ შეიცვლება.შემდეგ კი ცოცხს ჩუმად მიუგდებდნენ პატრონს.(გურჯი ქართველის ნაამბობი.ამონარიდი შ.ფუტკარაძის ,,ჩვენებურებიდან“.);
იზამეს-ქნეს,გააკეთეს;
ქვების წყალში ჩაკიდვა-ეთნ.ქართველ მუჰაჯირებში გავრცელებული ადათი,რომელიც ასევე განკუთვნილია ამინდის სამართავად.პაპანაქება სიცხეში,ან კიდევ გადაუღებელი წვიმები დროს ჯამეში ილოცებდნენ მდინარიდან ამოკრეფილ კენჭებზე.კენჭებს ჩაყრიდნენ ქისაში და ცაჰკიდებდნენ მდინარეში.როცა ამინდი სურვილისამებრ შეიჩვლებოდა,ამ ქვებს მდინარიდან ამოიღებდნენ ისევ.შელოცვილი კენჭების მდინარეში ჩაკიდვის უფლება ჰქონდა მხოლოდ იმ მამაკაცს,რომელსაც თავის სიცოცხლეში ინტიმური კავშირი არ ჰქონია არავისთან მეუღლის გარდა.
ხერთვისი-მაჭახელას ხეობის ერთ-ერთი სოფელთაგანი მოქცეული თურქეთის საზღვრებში;
ამ ლექსისთვის მოვედი აქ. ფორუმზე ედო როის. ამოვბეჭდე, რამდენიმე ეგზემპლარად გავამრავლე ჩემს პატარა და პროვინციულ ქალაქში. პირველივე სტრიქონებიდანვე გულის გულში რომ გამიარა, ისეთი ლექსია. ტყვე კი არა, მონა ვერ ამ ლექსის და დღე არ გავა, არ წავიკითხო. ყველაფრიანი ლექსია და იმიტომ, სავსე და ისეთი, სათქმელს რომ აღარ გიტოვებს, რადგან ყველა შენი ნაფიქრი, ნააზრევი, განცდილი, ატკივებული მოქცეულია მასში. დავყევი მერე და თქვენი სხვა ლექსებიც წავიკითხე... მოხიბლული ვარ ახლა და ისე, ისე ძალიან ბედნიერი... მიიღეთ ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა ყველა ლექსისა და განსაკუთრებით, "მაჭახელას ფუტკრის" გამო. სულაც არ იყო ლექსიკონი საჭირო, ისედაც ყველაფერი ცხადზე უცხადესია. :)

ძარღვიანი ლექსია! ძალიან ქართული! მიუხედავად იმისა რომ რაღაც სიტყვები თანამედროვე ქართული ენით განმარტებას მოითხოვდა! სევდით, მონატრებით, ტკივილით, სიყვარულით ამავსო! გაიხარეთ!!! უდიდესი აღფრთოვანება თქვენ ჩემგან ავტორო!

სასწაულად მომეწონა :) ასე ჯერ აქ ლექსი არ მომწონებია მგონი :) ისეთი ძალიან თბილია და ღრმა, მზიანი და მონატრებიანი ერთდროულად... სულ ორი ქულის უფლება მაქვს და ვტოვებ აქ... ნეტა მეტი მქონდეს... :X
სასწაულად მომეწონა :) ასე ჯერ აქ ლექსი არ მომწონებია მგონი :) ისეთი ძალიან თბილია და ღრმა, მზიანი და მონატრებიანი ერთდროულად... სულ ორი ქულის უფლება მაქვს და ვტოვებ აქ... ნეტა მეტი მქონდეს... :X