 | ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 5 თებერვალი, 2010 |
ვიდრე მე თავად გეტყოდეთ რაიმეს ამ ორი ლექსის შესახებ, ძვირფასებო, გთხოვთ , ყურადღებით წაიკითხოთ და კომენტარში დააფიქსიროთ, რა მსგავსება-განსხვავებანი შენიშნეთ მათ შორის . (ავტორების ვინაობას თუ ვერ გამოიცნობთ, მოგვიანებით გაგიმხელთ).
ერთი ნაბიჯი - - - - - - -- - ბებო და პაპა, როგორ გვაკლიხართ, რომ იცოდეთ, რამდენჯერ გნატრობთ!
თქვენი წასვლით ერთმანეთთან უცებ დავზავდით, თქვენმა სიკვდილმა გადაგვაჭდო, როგორც თქვენი სათნო ხელები.
როცა ხიფათი გვითვალთვალებს ბნელი კუთხიდან, ჩვენ კი მივდივართ არხეინად, მიწისკენაც არ ვიყურებით, კი არ მოდიხართ, მოისწრაფით ჩემი სიზმრისკენ...
მაგრამ სიზმარი - მოსაცდელია სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, მნახველებს შიგნით არ უშვებენ, ავადმყოფს - გარეთ და ყველა უკან უნდა გავბრუნდეთ.
XXX სიკვდილი საპყრობილეა, სადაც მუდმივ პატიმრობაში იმყოფებიან მახლობელთა ჩვენთა სულები.
ძილი - ამ ციხის დერეფანია.
და მე ყოველ ღამით შევდივარ ამ დერეფანში ხანმოკლე პაემანზე,დედა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. გვითხარით თქვენი მოსაზრება ქალბატონო ნინო, ძალიან გთხოვთ:) გვითხარით თქვენი მოსაზრება ქალბატონო ნინო, ძალიან გთხოვთ:)
12. ჩემი აზრით ორივეს ერთი და იგივე ქვეტექსტი გასდევს სარჩულად,ოღონდ ეგაა,რომ მეორე ბევრად დახვეწილი და ლაკონურია.თიტქოს მამაკაცის სუნქვა ისმის.მეორე კი ცოტათი გაფანტულია. ჩემი აზრით ორივეს ერთი და იგივე ქვეტექსტი გასდევს სარჩულად,ოღონდ ეგაა,რომ მეორე ბევრად დახვეწილი და ლაკონურია.თიტქოს მამაკაცის სუნქვა ისმის.მეორე კი ცოტათი გაფანტულია.
11. გაიხარე ნინო, საინტერესო იქნება შენი მოსაზრება ამ ლექსებზე, აუცილებლად წავიკითხავ. მე ალბათ ქალაქიდან გავალ ცოტა ხნით და მერე შეგეხმიანები, თან რაღაც საინტერესო და აქტუალური იდეები მაქვს.
მიხარია რომ კარგად ხარ ახლა კი წავედი, თორემ ამ ინტერნეტმა ძალიან გამაზარმაცა :) გაიხარე ნინო, საინტერესო იქნება შენი მოსაზრება ამ ლექსებზე, აუცილებლად წავიკითხავ. მე ალბათ ქალაქიდან გავალ ცოტა ხნით და მერე შეგეხმიანები, თან რაღაც საინტერესო და აქტუალური იდეები მაქვს.
მიხარია რომ კარგად ხარ ახლა კი წავედი, თორემ ამ ინტერნეტმა ძალიან გამაზარმაცა :)
10. თეკლე საყვარელო! მაგ დღეში ვარ მეც. იმედია, ცოტა ხანში რაღაც დრო გამოგვიჩნდება საერთმანეთოდ. მეორე ლექსის ავტორი პირველმა შენ გამოიცანი,მართლაც ქვლივიძეა თეკლე საყვარელო! მაგ დღეში ვარ მეც. იმედია, ცოტა ხანში რაღაც დრო გამოგვიჩნდება საერთმანეთოდ. მეორე ლექსის ავტორი პირველმა შენ გამოიცანი,მართლაც ქვლივიძეა
9. მოგიკითხე და მომენატრე ნინო :-* იმდენი საქმე მაქვს მოკითხვის თავიც აღარ მაქვს ხოლმე. მოგიკითხე და მომენატრე ნინო :-* იმდენი საქმე მაქვს მოკითხვის თავიც აღარ მაქვს ხოლმე.
8. უფრო რემინისცენციაა და არც ისე მკაფიო. ბუნებრივია საკმაოდ უფრო რემინისცენციაა და არც ისე მკაფიო. ბუნებრივია საკმაოდ
7. ეს ქვლივიძე არ არის?
ეს ქვლივიძე არ არის?
6. მოყვარულო ძვირფასო! საპატიებელი არაფერი გაქვთ. შესანიშნავი დაკვირვებაა! მოყვარულო ძვირფასო! საპატიებელი არაფერი გაქვთ. შესანიშნავი დაკვირვებაა!
5. მონდოდა დამეწერა ,რომ სულის მდგომარეობის შესახებ განსხვავებული დამოკიდებულებაა. მონდოდა დამეწერა ,რომ სულის მდგომარეობის შესახებ განსხვავებული დამოკიდებულებაა.
4. პირველი მგონი ქალის დაწერილია, მეორე მამაკაცის. მამაკაცი ძველი თაობისაა უფრო. მსგავსება სიზმართან დამოკიდებულებაშია რა თქმა უნდა. ამ ქვეყანაში მხოლოდ სიზმარში თუ შევხვდებით წასულებს. პირველში წასულები მოისწრაფვიან თვითონ ,როცა საფრთხე ემუქრებათ ამ ქვეყანაზე მყოფთ. სული აქ უფრო თავისუფალია. მეორეში-სული პატიმარია ,ავტორის წარმოდგენით. განსხვავებულია დამოკიდებულება. მაპატიეთ თუ სისულელეები დავწერე:) პირველი მგონი ქალის დაწერილია, მეორე მამაკაცის. მამაკაცი ძველი თაობისაა უფრო. მსგავსება სიზმართან დამოკიდებულებაშია რა თქმა უნდა. ამ ქვეყანაში მხოლოდ სიზმარში თუ შევხვდებით წასულებს. პირველში წასულები მოისწრაფვიან თვითონ ,როცა საფრთხე ემუქრებათ ამ ქვეყანაზე მყოფთ. სული აქ უფრო თავისუფალია. მეორეში-სული პატიმარია ,ავტორის წარმოდგენით. განსხვავებულია დამოკიდებულება. მაპატიეთ თუ სისულელეები დავწერე:)
3. მე ვფიქრობ უფრო შემთხვევითი დამთხვევაა...... ჩემი აზრით, სახეობრივად და შესრულებით სრულიად დამოუკიდებელნი არიან..... მეორე უფრო დახვეწილია.....ხოლო პირველი უფრო სიღრმისეულია......;) მე ვფიქრობ უფრო შემთხვევითი დამთხვევაა...... ჩემი აზრით, სახეობრივად და შესრულებით სრულიად დამოუკიდებელნი არიან..... მეორე უფრო დახვეწილია.....ხოლო პირველი უფრო სიღრმისეულია......;)
2. ამ ლექსების ავტორები სხვადასხვა თაობის წარმომადგენელნი არიან. ასაკობრივი სხვაობა მათ შორის - 30-35 წელია, ერთი ქალია, მეორე მამაკაცი. ამ ლექსების ავტორები სხვადასხვა თაობის წარმომადგენელნი არიან. ასაკობრივი სხვაობა მათ შორის - 30-35 წელია, ერთი ქალია, მეორე მამაკაცი.
1. მაგრამ სიზმარი - მოსაცდელია სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, მნახველებს შიგნით არ უშვებენ, ავადმყოფს - გარეთ და ყველა უკან უნდა გავბრუნდეთ
სიკვდილი საპყრობილეა, სადაც მუდმივ პატიმრობაში იმყოფებიან მახლობელთა ჩვენთა სულები.
ძილი - ამ ციხის დერეფანია.
ეს შეიძლება ალუზიადაც ჩაითვალოს, არ ვიცი შინაარსობრივად თითქოს ერთიდაიგივეა, მაგრამ მხატვრულად ორივე კარგად იკითხება, მეორე განსაკუთრებით ამიტომაც მგონია რომ მეორედან წამოვიდა პირველი რაღაცით მაინც :)
მაგრამ სიზმარი - მოსაცდელია სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, მნახველებს შიგნით არ უშვებენ, ავადმყოფს - გარეთ და ყველა უკან უნდა გავბრუნდეთ
სიკვდილი საპყრობილეა, სადაც მუდმივ პატიმრობაში იმყოფებიან მახლობელთა ჩვენთა სულები.
ძილი - ამ ციხის დერეფანია.
ეს შეიძლება ალუზიადაც ჩაითვალოს, არ ვიცი შინაარსობრივად თითქოს ერთიდაიგივეა, მაგრამ მხატვრულად ორივე კარგად იკითხება, მეორე განსაკუთრებით ამიტომაც მგონია რომ მეორედან წამოვიდა პირველი რაღაცით მაინც :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|