ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფუსუსუნა
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2010


...

ტკბილია შენით უძილობა და
სავსეა შენით ღამის ჩრდილები,
გული თბილია შენი მზერით და
მუდმივად, ჩემო, მეღიმილები...

ფარვანა ცეკვავს ნაზი ფარფატით,
უფერადდება მიმქრალი ფრთები...
შენი თვალებით ზეცა დამყურებს
და მზითაც შენი ღიმილით ვთბები...

გაიპარება ღამე მთებს იქით,
მომაჭიკჭიკებს ჩიტუნაც შენზე,
სადღაც რომ გძინავს ახლა ბავშვივით...
მიყვარხარ, ჩემო, ზეცაზე მეტზე!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები