ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: didou nana
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2010


შენს სილუეტს რაც ვეტორღიალე

ერიჰა-მეთქი,
შემოვუძახე,
კალმისტარს მელნის სუნით
ნაქოთებს,
ვწერე და ვწერე ლექსები
მასზე,
ვისი სახელიც ღამით
მაბოდებს.

წამოვდექი და შევუნთე ცეცხლი,
მელანქოლიის
გახრწნილ ნაფოტებს,
მზე სიყვარულის მდინარით
მოვრწყე,
და გზა მივეცი მის
კალაპოტებს.

შევათამაშე უჟანგი
ხმალი,
შუბლში ჩავჭედე
ბოროტ გოლიათს,
თეთრი მანტია სულ
გამიწითლდა,
როგორც გემბანზე მოკლულ
თოლიას.

თუმცა წამოდგა
როგორც თეთნულდი,
მკერდი სიგრძეზე
გადამისერა,
თვალი შემავლო და
გარდიხვეწა,
შენი მომინდა
იმ წუთას ცქერა.

კვლავ წამოვდექი
ხანჯალზე ყრდნობით,
გარს რომ სიკვდილის
ბუზი მეხვია;
ისევ გავწიე,
ეგ ღრმა ჭრილობა
შენი ნაწნავით
რომ შემეხვია.

და მივილტვოდი იმისკენ
რაიც,
მე ერთადერთი ამ
ქვეყნად დამრჩა,
გზაზე ეკალი სადაც კი
შემხვდა,
მე სულ ვარდების გიშენე
ბაღჩა.

ბოლოს მოვედი,
მიმტყუნა მუხლმა,
როგორც შენს ფანჯრებს
შევახე ხელი;
უბეში სისხლის ადუღდა
ტბები,
და გადმოდინდა
ცეცხლივით ცხელი.

შენ კი იჯექი
ბუხართან ახლოს,
იშრობდი რძეში განბანილ
ნაწნავს,
მე კი გელოდი
როგორც სახეზე
სილის
ძალუმად,
ძალუმად გაწვნას.

აღარ ინებე
გამოსვლა გარეთ,
ვეღარ იგრძენი შენ
სისხლის სუნი;
შენი აჩრდილი
ვიხილე მხოლოდ,
იმ აჩრდილსაც ვერ
შევბედე წუნი.

წამოვდექი და გავბრუნდი
უკან,
გულდაჩეხილმა
ვიხეტიალე,
ცხრა აღსარებად
დამიჯდა შემდგომ,
შენს სილუეტს რაც
ვეტორღიალე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები