 | ავტორი: ebraeli2 ჟანრი: იუმორისტული 22 მაისი, 2012 |
( ვიდეო http://www.myvideo.ge/?video_id=1441999 )
ძვირფასო ნინო, მე წავედი გერმანიაში სამუშაოდ, არ ინერვიულო, სამსახურს ვიშოვი, ფულს მოვაგროვებ და დავბრუნდები. გპირდები, რამდენსაც ვიშოვი ორ იმდენს შენ გამოგიგზავნი. მანამდე თუ ცოტა ფული დაგჭირდება ჩემ სეიფშია და შეგიძლია აიღო, მაგრამ გასაღები მე მაქვს. ნინო სამსახური აქ ვერ ვიშოვე, რომ მოვდიოდი მომატყუეს ათი ათასი ევრო გექნება ხელფასიო. ვიცოდი, რომ მატყუებდნენ, მაგრამ ათი ათასი ევრო ცოტა ხომ არ არის?! ნინო მართალია რაღაცებით გერმანია ჩვენზე წინ არის, მაგრამ დროით ჩვენ ვუსწრებთ, სამი საათით წინ ვართ. რომ ჩამოვედი პირველ დღეს სასტუმროში დავრჩი. ერთგან მივედი და სასტუმრო სამასი ევრო ღირდა, მეორეგან - ორასი, მესამეგან - ასი და მეოთხეგან აღარც ვიკითხე ალბათ უფასოა მეთქი და პირდაპირ შევედი. ამ სასტუმროში გავიცანი ერთი რუსი, სახელად ვლადიმერი, ვალოდია, ვალერი, იგივე ბრუნო. მალევე დავმეგობრდით. ისე ნინო მეგობრობა ამათ უფრო იციან ვიდრე ქართველებმა, იმ დღეს დამირეკეს მეგობრებმა საქართველოდან და მეკითხებიან როგორა ხარ რას შვრებიო, მეთქი კარგად ვარ, მაგრამ ჩემი მიწა-წყალი მენატრება მეთქი და მეორე დღეს ტალახი გამომიგზავნეს. ნინო ეს ნათესავებიც არაფერში მეხმარებიან, პირიქით, მირეკავენ და მეუბნებიან გამომიგზავნე ევროები, გამომიგზავნე ევროები, ევროები, ევროები, აღარა მაქვს - ნევრები! მეორე დღეს ამ ბრუნომ რესტორანში დამპატიჟა, იტალიური რესტორანი იყო „სადილი ყველას“ ასე ეწერა. ერთი იტალიელი ოფიციანტი მოვიდა და მეუბნება ბონჯორნო, დავიბენი არვიცოდი რა მეთქვა, ვუპასუხე ნაფარეული. დავსხედით და ვხედავ მაგიდასთან ერთი ქართველი იჯდა, უკვე ნახევრად გადაჯიშებული, თეფშზე ბავარიული სარდელი ედო და ჩუმად მჭად და ყველს აყოლებდა. ნინო აქ ლუდი აქვთ ძალიან მაგარი, ლუდის წარმოების მხრივ გერმანია ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და ერთს გეტყვი, რომ აქ ნატახტარი არსად შემხვედრია, არ დაიჯერო, რომ გერმანიაში მზადდება ნატახტარი, გვატყუებენ! სხვა რა გითხრა, ნინო ვიცი, ცოტა ადრე უნდა მეთქვა გერმანიაში რომ წამოვედი, მაგრამ ვერ გითხარი. ჩვენი გიგი ახლა უკვე დიდი ბიჭი იქნება, ალბათ სკოლაც დაამთავრა, უნივერსიტეტიც და ალბათ შვილებიც ჰყავს. ისე რა კარგი ვქენით, რომ ჩვენ შვილს გიგი დავარქვით, ბავშვობიდან მიყვარდა ეგ სახელი, მაგრამ პირველი მაინც ბიჭი მინდოდა. უი მართლა ნინო, ის პატარა როგორ არის, ჩვენი, უმცროსი, ეგ აღარც მახსოვდა რომ გვყავდა, ეგ მაიმუნი ეგა! ნინო, ოდესმე ხომ უნდა მეთქვა სიმართლე და მინდა გამოგიტყდე, რომ გიგის მამა მე არ ვარ, ეგ ჩემგან არ გაგიჩენია, იმედია მაპატიებ. ხო მართლა, გუშინ ვნახე ბიძაშენი. ძალიან შეცვლილა, ისეთი შეცვლილი იყო, რომ არც ვიცი ეგ იყო თუ არა. მემგონი ეგ არ იყო. ნინო როგორც იქნა დავიწყე მუშაობა ბერლინში წამიყვანეს მშენებლობაზე. რაღაც კედელია ბოლომდე დასანგრევიო. შემოსავალიც ნორმალური მაქვს. იმდენი მაქვს, რომ საკუთარი მძღოლიც ავიყვანე. ჩემ მძღოლს იმდენს ვუხდი ხელფასს, რომ თვითონაც აიყვანა მძღოლი. იმ დღეს ვიყავი ვალოდას დაბადების დღეზე, კარგი საჩუქარი გავუკეთე, ერთი "პაჩკა" სიგარეტი ვაჩუქე სამახსოვროდ. არ ეწევა და სამახსოვროდ ექნება. სხვა რა გითხრა ნინო ძალიან მენატრები, მართალია აქ ყველაფერი მაქვს, სამსახურიც, მანქანაც, სახლიც, მაგრამ კარგად მაინც ვერ ვარ, ცოლი მენატრება. მაგრამ უკვე ეგ პრობლემაც გადავჭერი და ერთი კარგი გოგო მოვიყვანე ცოლად. აბა კარგად იყავი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. 5-ს გიწერ, თუმცა, მხოლოდ ორი ქულის დაწერა შემიძლია..:) 5-ს გიწერ, თუმცა, მხოლოდ ორი ქულის დაწერა შემიძლია..:)
8. თეფშზე ბავარიული სარდელი ედო და ჩუმად მჭად და ყველს აყოლებდა :)) ყოველთვის მიხარია ამ გვერდზე პროზა რომ მხვდება. 5 თეფშზე ბავარიული სარდელი ედო და ჩუმად მჭად და ყველს აყოლებდა :)) ყოველთვის მიხარია ამ გვერდზე პროზა რომ მხვდება. 5
7. 1 - გამიხარდა, გული დამწყდა. 2 - მიხარია. 3 - მიხარია. 4 - მიხარია :) 5 - მიხარია. 6 - ემიგრანტებს, რომლებსაც საკუთარი შვილი აღარ ახსოვსთ და ა.შ., მაგათ დავცინი. 1 - გამიხარდა, გული დამწყდა. 2 - მიხარია. 3 - მიხარია. 4 - მიხარია :) 5 - მიხარია. 6 - ემიგრანტებს, რომლებსაც საკუთარი შვილი აღარ ახსოვსთ და ა.შ., მაგათ დავცინი.
6. მთლად ეგრეც არ შეიძლება!.....ჰმ...ემიგრანტებს რატომ დასცინი?...ისინი არიან ზუსტად რომ ჩამოვლენ ერთ მშვენიერ დღეს ( კრიზისი რომ დაიწყება სრულიად ევროპაში) და სულ დაანგრევენ ისედაც დან(ძრ) გრეულ ქვეყანას...:)))))))))))))))))
P.S..ხო და....ნატახტარი რომ გერმანიაში არ ისხმება არ იცოდი?...კიდევ ის რომ ბერლინი საინტერესო ქალაქია და თან ბინძური...საშინელება პარასკევიდან იწყება და ორშაბათ დილას წყდება... მთლად ეგრეც არ შეიძლება!.....ჰმ...ემიგრანტებს რატომ დასცინი?...ისინი არიან ზუსტად რომ ჩამოვლენ ერთ მშვენიერ დღეს ( კრიზისი რომ დაიწყება სრულიად ევროპაში) და სულ დაანგრევენ ისედაც დან(ძრ) გრეულ ქვეყანას...:)))))))))))))))))
P.S..ხო და....ნატახტარი რომ გერმანიაში არ ისხმება არ იცოდი?...კიდევ ის რომ ბერლინი საინტერესო ქალაქია და თან ბინძური...საშინელება პარასკევიდან იწყება და ორშაბათ დილას წყდება...
5. გამეცინა.... გამეცინა....
3. ხა ხა ხა....რა მაგრად ვიხალისე ამ დილაუთენია.5 ხა ხა ხა....რა მაგრად ვიხალისე ამ დილაუთენია.5
2. ავტორი: ebraeli2 ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5
D:D:D:D ავტორი: ebraeli2 ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5
D:D:D:D
1. +5
დროს შეხედეთ. მარტო მე ვარ საიტზე :))))))))))))))))))) +5
დროს შეხედეთ. მარტო მე ვარ საიტზე :)))))))))))))))))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|