 | ავტორი: gugua ჟანრი: პროზა 10 თებერვალი, 2010 |
სიკეთეს ზოგჯერ კოჭებამდე აცვია კაბა და თალხი კაბით წყნეთიდან მოდის. მოაქვს მაწონი, იმედივით თეთრი და გრილი, მოაქვს სიმშვიდე, ოქროყანის ალვების ჩრდილი, შემოგთავაზებს ოქროსფერი ზაფრანის აცმას, რაღაცის თესლებს დაგიტოვებს, რაღაცის მარცვალს... შემდეგ ბრუნდება დაქანცული და ცაცხვის ძირას სიკეთე იშლის ჭაღარა ნაწნავს. ნელი გაბრიჩიძე
დიდი ხანია ვაპირებდი რაღაც ამდაგვარი ქვეთავის გაკეთებას, მაგრამ როგორც ჩანს, აქამდე სიტუაცია არ იყო მომწიფებული. დღეს კი, 2009 წლის 9 სექტემბერს – 09.09.09 მე თვითონ 9 ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთე გავაკეთე. ამ სიკეთეების აფიშირება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, მაგრამ მის შესახებ ჩემს გარდა 9 პიროვნებამ იცის! თვით რიცხვი 9 ხომ მეტად მნიშვნელოვანი რიცხვია! გავიხსენოთ ჩანასახის მუცლადყოფნის პერიოდი – 9 თვე. ვიცით რომ მზის სისტემაში 9 პლანეტა მოძრაობს, რომელსაც 3600 წლის განმავლობაში ერთხელ მე-10 პლანეტა უახლოვდება... ამ 9 სიკეთის გარდა მინდა მოგითხროთ პატარა სიკეთეების შესახებ, რომლებიც ბოლო პერიოდში ჩემს ირგვლივ მომხდარა: 1. ვმგზავრობდი საქალაქო ავტობუსით. ჩემს წინ ახალგაზრდა დედა იჯდა 2-3 წლის ბავშვით. პატარა რატომღაც ჭირვეულობდა (ეტყობა სცხელოდა). შემდეგ კი ტირილი დაიწყო. ცოტა ხანში ამოისლუკუნა: წყალი მინდაო! იმ დროს ავტობუსიც გაჩერდა გაჩერებაზე. კარებთან ერთი ახალგაზრდა ბიჭი იდგა. უცებ ჩაირბინა, ერთი ბოთლი ჩაცივებული მინერალური წყალი ამოიტანა და ბავშვს მიაწოდა... 2. ცოტა ხნის წინ ერთი ოჯახი მყავდა მიყვანილი ფერსიცვალების ეკლესიაში დედა ნატალიასთან და დედა პარასკევასთან. ოჯახს რაც სათხოვარი ჰქონდა – დახმარება აღუთქვეს. გარდა ამისა, დედა პარასკევამ შეამჩნია, რომ ერთ-ერთ ბავშვს თვალთან ალერგიული გამონაყარი ჰქონდა. მაშინვე დაკვირვებით გასინჯა, ბავშვის დედას თვითონვე მისცა წამლები და გამოყენების წესებიც აუხსნა. 3. ეს კი ცოტა ადრინდელი ამბავია: ახალი დაოჯახებული ვიყავი ცალკე ბინა რომ ვიყიდეთ. ეს ის პერიოდია, საქართველოში ცხოვრება ძალიან რომ ჭირდა. ბინის შესაძენად გარკვეული თანხის სესხება დაგვჭირდა. სესხები სულ ნათესავებიდან ავიღეთ. სწორედ იმ პერიოდში გამოაცხადეს, რომ ბანკში შეტანილი თანხების გაორმაგება უნდა მომხდარიყო, ამიტომ ყველამ ერთბაშად მოგვთხოვეს თანხების დაბრუნება. ვადა მაქსიმუმ 5 დღე იყო. მეტი რა გზა იყო, გავიკეთე რადიკულიტის ქამარი, ჩავიკერე მეუღლის და დედაჩემის პირადი ნივთები და წავედი თურქეთში. საზღვარზე გვიან ღამით გადავედი. უახლოეს ქალაქში შევეცადე სასტუმროში მოწყობას, მაგრამ ადგილი არსად არ აღმოჩნდა. ბოლოს ერთ-ერთი სასტუმროს წინ გავჩერდი, ვეღარ გავრისკე გვიან ღამით ქუჩაში სიარული. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემს წინ მანქანა გაჩერდა, საიდანაც ერთი ახალგაზრდა გოგონა ჩამოსვეს, კი არ ჩამოსვეს, ჩამოაგდეს... გოგონამ დამნაშავის სახით შემომხედა და სასტუმროს შესასვლელისკენ წავიდა... ცოტა ხანში მობრუნდა, ჩემთან მოვიდა და პირდაპირ მითხრა: „ვიცი ქართველი ხარ, ისიც ვიცი, რასაც ჩემზე ფიქრობ, თუ გინდა შემაგინე ან სულაც გამარტყი... არ მეწყინება, პირიქით გამიხარდებაო...“ გული ამიდუღდა... ვუპასუხე: „ჩემო დაო, მე შენი განკიცხვის უფლება არ მაქვს, გეტყობა, სულით წმინდა ადამიანი ხარ და რადგან ასე აკეთებ, ალბათ ასეა საჭირო-თქო...“ ამ სიტყვებზე კი თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა და მიპასუხა: „რადგან და მიწოდე, ამაღამ აქ არ დაგტოვებ, ჩემთან წაგიყვან, ოღონდ ერთი პირობით, რამდენ ხანსაც აქ იქნები, მართლა ძმობა უნდა გამიწიოო...“ ნათია (პირობითად ასე მოვიხსენიოთ) შევიდა სასტუმროში. ადმინისტრატორს უსაყვედურა, ხომ იცოდი, ჩემი ძმა უნდა ჩამოსულიყო და ამდენ ხანს ქუჩაში რატომ აცდევინებო? მერე მაღლა ავიდა (როგორც შემდეგ მითხრა, გოგონები გააფრთხილა რომ ჩაეცვათ ან ნომრის კარებები დაეხურათ მაინც...), შემდეგ მეც მიმიპატიჟა თავისთან. ბევრი ვისაუბრეთ. აღმოჩნდა რომ ნათია ბათუმიდან იყო. მოხუცი მშობლები და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა სარჩენი. სხვა ვერაფერი მოენახა და იძულებით ამ გზას დადგომოდა. ბოლო ხანებში გრძნობდა რომ გარემომცველი ხალხი უდიერად ეპყრობოდა, განსაკუთრებით კი პოლიციელები. მერე მოუგონებია, რომ ვითომ ძმას ელოდებოდა... მეც ჩემი ამბები მოვუყევი, არ დამიმალავს რისთვისაც ვიყავი ჩასული... საუბარში ნათიას მეზობლები (ვინც თავისუფალი იყო) შემოგვემატნენ, ყველას აინტერესებდა ნათიას ძმის გაცნობა. მეკითხებოდნენ საქართველოს ამბებს, თვითონ მიყვებოდნენ, ვინ სად და რომელ ოჯახში მუშაობდა დამხმარედ... მეც ვიჯერებდი მათ ნაამბობს... ბოლოს ყველამ ერთად ვივახშმეთ. ნათიამ ჩემს რადიკულიტის ქამართან ერთად თავის ნომერში გარედან ჩამკეტა, თვითონ კი ერთ-ერთ მეგობარ გოგონასთან გაათია ღამე. მეორე დღეს ნათიამ ნაცნობი მაღაზიები შემომატარა. ქამარი რომ მოვიხსენი, მერე ქუჩებში ხელი-ხელ ჩაკიდებულნი ვსეირნობდით. ნათია ყველას ეუბნებოდა, რომ მის სანახავად ვიყავი ჩასული და თუ ჩემთვისაც სამუშაო გამოჩნდებოდა, მეც დარჩენას ვაპირებდი, თუ არა და სხვა ქალაქში გადავიდოდი. გვხვდებოდნენ პოლიციელებიც, რომელთაც სიგარეტით და წვენებით ვუმასპინძლდებოდი, თან ყველას ვთხოვდი, რომ სხვა ქალაქში გადასვლის შემთხვევაში ჩემი დისთვის ყურადღება მიექციათ. თბილისში დაბრუნებისთანავე ყველა ვალი გავისტუმრეთ. მე და ჩემმა მეუღლემ ნათიას ბათუმის მისამართზე წერილი გავუგზავნეთ, სადაც ვთხოვდით, რომ ჩვენთვის ეცნობებინა თუ როდის დაბრუნდებოდა ბათუმში, მის სანახავად და კიდევ ერთხელ მადლობის სათქმელად რომ ჩავსულიყავით. სამწუხაროდ, ნათიას საპასუხო წერილი არ მიგვიღია... 4. ეს სიკეთე კი წინა ამბის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს. ვალები დავუბრუნეთ ყველას, მათ კი ბანკში მოასწრეს თანხის შეტანა, გაუორმაგდათ კიდეც, მაგრამ შემდეგ ვეღარ გამოიტანეს – საერთოდ დაკარგეს... მხოლოდ ერთს არ გამოურთმევია 5000 რუსული მანეთი, ახალგაზრდა ოჯახი ხართ და ჩემს სახსოვრად რამე შეიძინეთო! მეუღლემ მისი სახელიც მითხრა და გვარიც. ისიც მითხრა, ძველ ანაგაში ცხოვრობსო, მაგრამ მაშინ სათანადო ყურადღება არ მიმიქცევია, სიკეთე კი ყოველთვის მახსოვდა. გავიდა წლები. საბურთალოზე სამსახურში რომ დავდიოდი, ხშირად მიხდებოდა მეუღლის ერთ-ერთი ნათესავის სახლის წინ გავლა. აივანზე მჯდომი, 81 წლის ვასილა ძია რამდენჯერაც შემამჩნევდა, იმდენჯერ სახლში მეპატიჟებოდა, ამოდი, 1-2 ჭიქა „თეთრი“ გადავკრათ, მაგის გარეშე საჭმელი ყელში არ გადამდისო (ყოფილი მეღვინე იყო). ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს ვასილა ძიას შევთავაზე კეთილი ადამიანების სადღეგრძელო იმ კაცის თამადობით, რომელმაც იმ გაჭირვების დროს ფული არ გამოგვართვა. ვასილა ძიამ ჯერ მიყურა, მიყურა, თან ულვაშებში ეცინებოდა და ბოლოს მითხრა: „ის კაცი მე ვარო!“ ალბათ მიხვდებით, რა ხასიათზე დავდგებოდი. ძალიან მიხაროდა რომ იმ კეთილ კაცს ასე ბუნებრივად მივაგენი. რა თქმა უნდა მხურვალე მადლობა გადავუხადე. მის მერე დაძახებასაც აღარ ველოდი. როგორც კი აივანზე მჯდომს დავინახავდი, ჩემდაუნებურად მისკენ გავრბოდი. სამწუხაროდ, ვასილა ძია ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა... ის ღვთისნიერი პიროვნება ვასილ ბასილაშვილი გახლდათ. ღმერთმა გაანათლოს მისი სპეტაკი სული! ასეთი პატარა-პატარა სიკეთეებით საბოლოო ჯამში დიდი სიკეთე კეთდება. შეგახსენებთ რაბინდრანათ თაგორის უკვდავ სიტყვებს: „ბალახის ღერო არ ცდილობს ბაობაბის ხედ გადაიქცეს, ამიტომ დედამიწა მომხიბვლელი მწვანით იმოსება“. ვაკეთოთ პატარ-პატარა სიკეთეები და დედამიწა დიდი სიკეთით დაიფარება. მოგმართავთ თხოვნით, ვისაც გაქვთ სურვილი მომწერეთ თქვენს მიერ ან თქვენს მი-და-მო-ში გაკეთებული სიკეთეების შესახებ და ამავე ქვეთავში დავამატებ.
გიორგი ალავერდაშვილი 09.09.09
(ბოდიშს მოვიხდი ნუმერაციის გაკეთებისათვის, რადგან სიკეთის დანომრვა არ შეიძლება)
www.fereidani.ge ქვეთავი 139 – პატარა, მაგრამ დიდი სიკეთეები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. გავთბი... განსაკუთრებით იმ ამბების შემდეგ რაც ფორუმზე ვიხილე,გულზე მალამოსავით მომედო ეს ნაწერი:) გავთბი... განსაკუთრებით იმ ამბების შემდეგ რაც ფორუმზე ვიხილე,გულზე მალამოსავით მომედო ეს ნაწერი:)
17. ვფიქრობ..აქ რომ არ შემოვსულიყავი...რამდენს დავკარგავდი... რა კარგია...მეც დავწერ...5555555 ვფიქრობ..აქ რომ არ შემოვსულიყავი...რამდენს დავკარგავდი... რა კარგია...მეც დავწერ...5555555
16. გიორგი, ჩემი "დაკარგული" შეიძლება დად გამოგადგეს, ძმობისა კი, რა გითხრა, აბა? :))))
მარჯვენამ და მარცხენამ იცოდნენ, ერთმანეთის მიერ ქმნილი სიკეთის შესახებ... განა რა დაშავდება ამითი?
მაგრამ, აი, მეორე რამეცაა ნათქვამი: "მადლი ქენი, ქვაზე დადე... შენ კი გზა გააგრძელე ახალი მადლის საქმნელადო".... ცხონებული სოფიკოს გმირი - მრეცხავი ვარდო ამბობს "ვერის უბნის მელოდიებში"... სულ მახსოვს ეს!. 5 გიორგი, ჩემი "დაკარგული" შეიძლება დად გამოგადგეს, ძმობისა კი, რა გითხრა, აბა? :))))
მარჯვენამ და მარცხენამ იცოდნენ, ერთმანეთის მიერ ქმნილი სიკეთის შესახებ... განა რა დაშავდება ამითი?
მაგრამ, აი, მეორე რამეცაა ნათქვამი: "მადლი ქენი, ქვაზე დადე... შენ კი გზა გააგრძელე ახალი მადლის საქმნელადო".... ცხონებული სოფიკოს გმირი - მრეცხავი ვარდო ამბობს "ვერის უბნის მელოდიებში"... სულ მახსოვს ეს!. 5
15. მოკლედ წარმატებები თქვენს კეთილ საქმეში!!! იდღეგრძელე შენა!!! კარგი ხარ!!! მოკლედ წარმატებები თქვენს კეთილ საქმეში!!! იდღეგრძელე შენა!!! კარგი ხარ!!!
13. 12. დაკარგულს! "შენმა მარცხენამ არ უნდა იცოდეს რას აკეთებს შენი მარჯვენა" გეთანხმები ძმაავ, შეიძლება არაკორექტულად გამომივიდა... სიკეთის არც ნუმერაცია შეიძლება და აფიშირებაა საჭირო, ნუ გავეჯიბრებით ერთმანეთს მე ესა და ეს გავაკეთეო, მაგრამ რომ წაიკითხეთ, ხომ სასიამოვნო განცდა დაგეუფლათ? ჰოოოდა, გავუზიაროთ ერთმანეთს და ერთმანეთი გავაღიმოთ მაინც... gugua. 2010-02-10 17:57:10 -------------------------------------------
სიკეთის კეთებაში "გაჯიბრება" (გაჯიბრება კარგი გაგებით) ნამდვილად არ გვაწყენდა.... :):):) :):):):)))))))) 12. დაკარგულს! "შენმა მარცხენამ არ უნდა იცოდეს რას აკეთებს შენი მარჯვენა" გეთანხმები ძმაავ, შეიძლება არაკორექტულად გამომივიდა... სიკეთის არც ნუმერაცია შეიძლება და აფიშირებაა საჭირო, ნუ გავეჯიბრებით ერთმანეთს მე ესა და ეს გავაკეთეო, მაგრამ რომ წაიკითხეთ, ხომ სასიამოვნო განცდა დაგეუფლათ? ჰოოოდა, გავუზიაროთ ერთმანეთს და ერთმანეთი გავაღიმოთ მაინც... gugua. 2010-02-10 17:57:10 -------------------------------------------
სიკეთის კეთებაში "გაჯიბრება" (გაჯიბრება კარგი გაგებით) ნამდვილად არ გვაწყენდა.... :):):) :):):):))))))))
12. დაკარგულს! "შენმა მარცხენამ არ უნდა იცოდეს რას აკეთებს შენი მარჯვენა" გეთანხმები ძმაავ, შეიძლება არაკორექტულად გამომივიდა... სიკეთის არც ნუმერაცია შეიძლება და აფიშირებაა საჭირო, ნუ გავეჯიბრებით ერთმანეთს მე ესა და ეს გავაკეთეო, მაგრამ რომ წაიკითხეთ, ხომ სასიამოვნო განცდა დაგეუფლათ? ჰოოოდა, გავუზიაროთ ერთმანეთს და ერთმანეთი გავაღიმოთ მაინც... ანჯელინას! დიდი სიამოვნებით ველოდები თქვენგან მასალებს! მელოდია ქარში! ახლა მომაწოდეს იაკობ გოგებაშვილის ისტორიული მოთხრობა – "პატარა საქართველო სპარსეთში". ალბათ ხვალ საღამოსთვის ავტვირთავ, დღეს ვერ ვასწრებ (სამსახურიდან გამაგდებენ ალბათ). ეს კი მართლა სხვა სამყარო იქნება... დაკარგულს! "შენმა მარცხენამ არ უნდა იცოდეს რას აკეთებს შენი მარჯვენა" გეთანხმები ძმაავ, შეიძლება არაკორექტულად გამომივიდა... სიკეთის არც ნუმერაცია შეიძლება და აფიშირებაა საჭირო, ნუ გავეჯიბრებით ერთმანეთს მე ესა და ეს გავაკეთეო, მაგრამ რომ წაიკითხეთ, ხომ სასიამოვნო განცდა დაგეუფლათ? ჰოოოდა, გავუზიაროთ ერთმანეთს და ერთმანეთი გავაღიმოთ მაინც... ანჯელინას! დიდი სიამოვნებით ველოდები თქვენგან მასალებს! მელოდია ქარში! ახლა მომაწოდეს იაკობ გოგებაშვილის ისტორიული მოთხრობა – "პატარა საქართველო სპარსეთში". ალბათ ხვალ საღამოსთვის ავტვირთავ, დღეს ვერ ვასწრებ (სამსახურიდან გამაგდებენ ალბათ). ეს კი მართლა სხვა სამყარო იქნება...
11. მართლაც ცოტაა შენისთანა. გაიხარეეეეეეე 555555
მართლაც ცოტაა შენისთანა. გაიხარეეეეეეე 555555
10. ძალიან საინტერესო მოფიქრებაა. მე მომეწონა და ამ დღეებში მოგაწვდით გარკვეულ მასალებს.
მოწიწებით, მარად ბრედის ანჯელინა ჯოლი/პიტი ძალიან საინტერესო მოფიქრებაა. მე მომეწონა და ამ დღეებში მოგაწვდით გარკვეულ მასალებს.
მოწიწებით, მარად ბრედის ანჯელინა ჯოლი/პიტი
9. და რაღათქმაუნდა5:) და რაღათქმაუნდა5:)
8. თავიდან თითქოს მეხამუშა, მაგრამ სიამოვნებით წავიკითხე... :)
"მოგმართავთ თხოვნით, ვისაც გაქვთ სურვილი მომწერეთ თქვენს მიერ ან თქვენს მი-და-მო-ში გაკეთებული სიკეთეების შესახებ"---- > ამაზე პასუხად: "შენმა მარცხენამ არ უნდა იცოდეს რას აკეთებს შენი მარჯვენა" :) თავიდან თითქოს მეხამუშა, მაგრამ სიამოვნებით წავიკითხე... :)
"მოგმართავთ თხოვნით, ვისაც გაქვთ სურვილი მომწერეთ თქვენს მიერ ან თქვენს მი-და-მო-ში გაკეთებული სიკეთეების შესახებ"---- > ამაზე პასუხად: "შენმა მარცხენამ არ უნდა იცოდეს რას აკეთებს შენი მარჯვენა" :)
7. როგორ მოხარია,რომ კიდევ არსებობენ კეთილი ადამიანები... როგორ მოხარია,რომ კიდევ არსებობენ კეთილი ადამიანები...
6. მოგიკითხე მეგობარო!
კარგად წერ!
5ქულა... მოგიკითხე მეგობარო!
კარგად წერ!
5ქულა...
5. საოცარი ადამიანი ხართ, გიორგი.... როცა თქვენს გვერდს ვსტუმრობ საოცარი სიმშვიდე მეუფლება .. თითქოს სხვა სამყაროში ვხვდები....
ერთეულები არიან თქვენნაირები....
09.09 . ჩემი ბედნიერი რიცხვიცაა...
საოცარი ადამიანი ხართ, გიორგი.... როცა თქვენს გვერდს ვსტუმრობ საოცარი სიმშვიდე მეუფლება .. თითქოს სხვა სამყაროში ვხვდები....
ერთეულები არიან თქვენნაირები....
09.09 . ჩემი ბედნიერი რიცხვიცაა...
2. :) გაიხარე ძმაავ! მაშინ ახლა "ფერეიდანშიც" გაისეირნე, საქართველოზე გემრიელი მასალა ავტვირთე ამ წუთში - ახალი ქვეთავი 151 - 100 фактов о Грузии. :) გაიხარე ძმაავ! მაშინ ახლა "ფერეიდანშიც" გაისეირნე, საქართველოზე გემრიელი მასალა ავტვირთე ამ წუთში - ახალი ქვეთავი 151 - 100 фактов о Грузии.
1. რამხელა სითბოში მოვხვდი ამ დილაუთენია! შენ გაიხარე, გიორგი! 555555
რა კარგად უთქვამთ ქართველებს: სიკეთე ქენი, ქვაზე დადე, გაირე, პასუხს ნუ დაელოდებიო... რამხელა სითბოში მოვხვდი ამ დილაუთენია! შენ გაიხარე, გიორგი! 555555
რა კარგად უთქვამთ ქართველებს: სიკეთე ქენი, ქვაზე დადე, გაირე, პასუხს ნუ დაელოდებიო...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|