მიდიხარ, ყინავს და ათოვებს ფანტელებს, ცალ ხელზე წაგაძრო ლექსმა ხელთათმანი, მიდიხარ, მიდიხარ, გზაც უფრო გახელებს, - არ მოჩანს სამანი...
იშორებ ფოთლებს და სხეულს და აურას, და ასე - ფიფქივით ლაღი და თავნება მიაღწევ იქ, სადაც მთას ნისლი ახურავს და მიწა თავდება...
და მერე პირიქით:
მოდიხარ, ყინავს და ათოვებს ფანტელებს, ცალ ხელზე წაგაძრობს სხვა ლექსი ხელთათმანს, მოდიხარ, მოდიხარ, გზაც უფრო გახელებს და ისევ ერთად ვართ.
იმოსავ ფოთლებს და სხეულს და აურას, და იცი - მარტის მზეს ვერ მიეფიცხები... მიაღწევ იქ, სადაც მთას ნისლი ახურავს და მიწა იწყება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საოცარი ლექსია!!! :) საოცარი ლექსია!!! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|