 | ავტორი: იმო ბაბუ ჟანრი: პოეზია 10 თებერვალი, 2010 |
ყოველთვის, როცა დაჰბერავს ქარი და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად, ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი აშრიალდება უშორეს ზღაპრად... ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს ძველი ღვინის სმით, უგონოდ, მძაფრად... ... ... ... ეს იყო წინათ... დიდი ხნის წინათ... ეს იყო ვერხვის ფოთლების კვნესა... გალაკტიონი, ,,ვერხვები’’
ბნელა... უხილავ კედლებს ვეხლები... ვერ გამოფხიზლდა გული ბებერი... - ესმის ,,ფოთლების კვნესა’’ ,,ვერხვების’’ და ბორგავს ციხე აუღებელი...
აბა, რა გითხრა, როცა შეგხვდები... მით უფრო ახლა - ასე შორიდან... (მივიწყებულნი მოიწყენდნენ ჩვენი ვერხვები... - უწყავმა წყალმა ჩაირბინა იმ ამბორიდან...)
და მხოლოდ ნატვრას (თუნდ წამითაც...) თვალის შევლების დავსჯერდე უნდა იმ ვერხვებთან, იმ ჩვენს ღელესთან, ლივლივა თმების, მკერდის - ეკლების, შენივე ცრემლი შეუმჩნევლად რომ გისველებდა... - ისევ წვიმებით ვიდრე მარტის (- გადაუღებით...), მოგონებათა სასაფლაოც დაიბეკნება...
მონატრებასაც ვიდრე უბრად ბოლოს მოუღებს დავიწყებაში დაბერება ჩვენი ვერხვების და მეც ცელიან მდევარს მოუღლელს სადმე შარივით გადავეყრები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ძალიან კარგია :) ძალიან კარგია :)
11. კარგიააა და მოგიკითხე იმო ბაბუა:) კარგიააა და მოგიკითხე იმო ბაბუა:)
9. მონატრებასაც ვიდრე ბოლოს უბრად მოუღებს დავიწყებაში დაბერება ჩვენი ვერხვების და მეც ცელიან მდევარს მოუღლელს სადმე შარივით გადავეყრები...
მართლა შარია ის ოხერი... :) ეს საუკუნე თავისას იყოს და მერე... მერე დაგვეჭიდოს ტუ ბიჭია. იდღეგრძელე, იმო ბაბუ :) მონატრებასაც ვიდრე ბოლოს უბრად მოუღებს დავიწყებაში დაბერება ჩვენი ვერხვების და მეც ცელიან მდევარს მოუღლელს სადმე შარივით გადავეყრები...
მართლა შარია ის ოხერი... :) ეს საუკუნე თავისას იყოს და მერე... მერე დაგვეჭიდოს ტუ ბიჭია. იდღეგრძელე, იმო ბაბუ :)
8. ყველა კომენტარს ჩემი დასტურიც, ბარემ!..
ყველა კომენტარს ჩემი დასტურიც, ბარემ!..
7. ფინალი - სუპერ!.. 5!.. ფინალი - სუპერ!.. 5!..
6. კარგია იმო!
5 კარგია იმო!
5
5. ლამაზია...წარმატებები... ლამაზია...წარმატებები...
4. მეც მომეწონა! მოკითხვა!
5ქ. მეც მომეწონა! მოკითხვა!
5ქ.
2. საოცრად მომწონს..... უშორეს ძებნით....დროის წალეკვით...და დახვეწილი...... იქ, როცა სადღაც მშვენიერ სიტყვას გადაეყრები... რა მშვენიერია......:) საოცრად მომწონს..... უშორეს ძებნით....დროის წალეკვით...და დახვეწილი...... იქ, როცა სადღაც მშვენიერ სიტყვას გადაეყრები... რა მშვენიერია......:)
1. მონატრებასაც ვიდრე ბოლოს უბრად მოუღებს დავიწყებაში დაბერება ჩვენი ვერხვების და მეც ცელიან მდევარს მოუღლელს სადმე შარივით გადავეყრები...
5555555 ჩემი ღრმა პატივისცემა აქ! მონატრებასაც ვიდრე ბოლოს უბრად მოუღებს დავიწყებაში დაბერება ჩვენი ვერხვების და მეც ცელიან მდევარს მოუღლელს სადმე შარივით გადავეყრები...
5555555 ჩემი ღრმა პატივისცემა აქ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|