ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: poeti-007
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2008


20 წლის შემდეგ

მე მეგონა, წყურვილს ლექსით გავიქრობდი,
თავი ისევ ავარიდე პათოსს...
იქნებ მითხრათ, ო, მილედი, რას ფიქრობდით,
ვიდრე ლოგინს გაუყოფდით ათოსს?
როგორ გინდა, სულს ტკივილი დაუამო,
თუ წარსული აწმყოსავით მოსჩანს,
როცა კოცნას გიტოვებდით სამუდამოს,
როგორც მხარზე ამოშანთულ შროშანს.
მერე იყო გზა და დროის მანქანები,
დაშნის წვერით სულ ლექსები ვწერე...
ბოლოს წარსულს გადავწერე დანანებით,
მეხუთედი საუკუნის მერე.
ბოლოს უცებ აირია ყველაფერი
და დავბრუნდი ცივ ფერების გამად...
ჰო, ეს მე ვარ, თქვენი გრაფი დე ლაფერი
ვიკონტი დე ბრაჟელონის მამა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები